ქუთაისში ღვაწლმოსილი ადამიანები დააჯილდოეს.
ღვაწლმოსილი ქუთაისელის და
ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება მწერალ გურამ დოჩანაშვილს, მსახიობ
დავით როინიშვილს და კიდევ 12 ადამიანს მიენიჭა.
პატივგების კომისიისა და ქალაქის მერის, გიორგი ჭიღვარიას
გადაწყვეტილებით ღვაწლმოსილი ქუთაისელის წოდება მიენიჭათ:
კულტურულ-შემოქმედებით სფეროში გაწეული საქმიანობისთვის - ირმა
ქურასბედიანს, პედაგოგიურ საქმიანობაში გაწეული ღვაწლისათვის-
ნუნუ ქათამაძეს.
ქართული რაგბის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის-
ალექსანდრე-საშა ნაჭყებიას. ქართული სახვითი ხელოვნების განვითრების
საქმეში შეტანილი წვლილისა და 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით -
გიორგი ლომთაძეს. სპორტისა და ფიზიკურ აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის
- ვახტანგ თვალთვაძე.
ქუთაისის საპატიო მოქალაქეები გახდნენ: მწერალი გურამ დოჩანაშვილი,
პოეტი ტარიელ ხარხელაური, მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა
გონაშვილი, მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის
თეატრის სოლისტი-რამაზ კუბლაშვილი, ლადო მესხიშვილის სახელობის
დრამატული თეატრის მსახიობები - დავით როინიშვილი და ვაჟა ოყრეშიძე,
ბიზნესმენები თენგიზ აბესაძე და ბეჟან ახვლედიანი, სამედიცინო
სასწავლებლის დირექტორი - დავით ჭაჭიაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები