იმერეთის გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძემ
განაცხადა.
მისი თქმით, ტაბატაძე სამხედრო სამსახურს უბრუნდება.
„შალვეგო ტაბატაძე არის გამორჩეული ადამიანი ჩვენს გუნდში. ის არის
სამხედრო, გენერალი და თვითონვე ჰქონდა მას თხოვნა, რომ
დაბრუნებოდა თავის პროფესიას. მინდა მადლობა გადავუხადო იმ
გაწეული მუშაობისთვის, რომელიც მან პოსტზე ყოფნის პერიოდში შეძლო და
გააკეთა. ის დაუბრუნდა თავის პროფესიას, ის არის გამორჩეული
სამხედრო“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ამავე თემაზე:
იმერეთის გუბერნატორი შვებულებაშია – ტოვებს თუ არა
თანამდებობას შავლეგო ტაბატაძე
„ყველაზე მეტად განვიცდი ქუთაისის მდგომარეობას“ –
იმერეთის გუბერნატორი (ინტერვიუ)
მასალის გამოყენების პირობები