ახალი ამბები
ქუთაისის მერია მთავრობას არცხვენს - კაფე–ბარის მეპატრონეები აქციებს აანონსებენ
FaceBook

კაფე–ბარ ,,სავანეს" მეპატრონეები ქუთაისის მერიის წინააღმდეგ პერმამენტულ აქციებს აანონსებენ.

მათი თქმით,  საპროტესტო აქციებს იქამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნა  ქალაქის ცენტრალურ ბაღში არსებული  კაფის კანონიერად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდება.

,,მერია დანაშაულებრივი გზით ცდილობს ჩვენი ქონების წართმევას. გვაქვს ეჭვები, რომ მათ ამ ტეროტირიის გაყიდვა სურთ," - ამბობს  „სავანეს“ მეპატრონე გიორგი ტურაბელიძე.

კაფე-ბარ ,,სავანეს" ადვოკატი ქუთაისის მერიის თანამშრომლებს დანაშაულებრივად ტერიტორიის მითვისების გარდა, არაკომპეტენტურობაშიც ადანაშაულებს.

,,მერიამ ბაღის ტერიტორიის აზომვითი ნახაზის შედგენის დროს ობიექტი არ დაიტანა დოკუმენტში, რაც გაყალბებაა. ასევე მერიამ თავისივე სიყალბში გაიჭედა, რადგან ჩვენს მიერ შემნობაზე  საპროტესტო პლაკატების გამო ჯარიმა გამოგვიწერეს 1000 ლარის  ოდენობით. კი მაგრამ თუ შენობა გააქრეს და ნახაზში არ არსებობს, მაშინ რა ობიექტზე გამოქვეყნებული პლაკატების გამო დაგვაჯარიმეს? ქუთაისის მერიაში სჩანს, რომ კომპეტენციის პრობლემა აქვთ და ამით მთავრობას არცხვენენ, ამიტომ მოვუწოდებთ პროკურატურას და სასამართლოს ობიექტურად იქნეს ეს საქმე გამოძიებული," - ამბობს ადვოკატი ნინო მეფარიშვილი. 

კაფე „სავანეს“  ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს,  „სავანეს“ მფლობელები ასევე ხვალ, ორმაისობას ბამბუკებით სიმბოლურად გააპროტესტებენ. მათი თქმით, რადგან ქუთაისის მერია აცხადებს, რომ მეპატრონეებმა წლების წინ მხოლოდ ბამბუკის ნაგებობა შეისყიდეს, რაც მათ იმ მიწის  ფლობის უფლებას არ აძლევს, რაზეც ახლა კაფე დგას.


„სავანეს“ მეპატრონეები პროტესტის ნიშნად, ორმაისობის დღესასწაულზე,  ქუთაისის მერიასთან ბამბუკებს მიიტანენ.


„სავანეს“ დირექტორი, ნიკოლოზ ტურაბელიძე ამბობს, რომ 90-იან წლებში მართლაც შეიძინეს ბამბუკის კონსტრუქცია, თუმცა, მაშინ კანონი მიწის და მასზე არსებული ნაგებობის განცალკავების შესახებ არ არსებობდა და ისინი წლებია ამ ტერიტორია ფლობენ.  2012 წელს კი მერიამ ბულვარის აზომვითი ნახაზი გააკეთა, სადაც მათი კაფე საერთოდ არ არის რეგისტრირებული. ახლა კი იჯარის გადახდას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანას გეგმავს.


ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ მიწის ნაკვეთი მათ ბალანსზეა. გარდა ამისა, ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ზონაშია და მისი პრივატიზების უფლება თვითმმართველობას არ აქვს. შესაბამისად, „სავანეს“ მეპატრონეები  მას ვერ იყიდიდნენ.


მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი, ირაკლი გიორგაძე ამბობს, რომ მიწის ნაკვეთი მერიას მხოლოდ იჯარის ფორმით შეიძლებოდა გაეცა.


თვითმმართველობა „სავანეს“ მფლობელებს იჯარის გადახდას ახლაც სთავაზობს, წინააღმდეგ შემთხვევაში აცხადებს, რომ მიწას აუქციონზე გაიტანს.


იჯარის გადახდის დაკისრებას უსამართლობად მიიჩნევენ კაფის მეპატრონეები და მერიის შეთავაზებაზე  უარს აცხადებენ.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.