პოლიტიკა
ნინო თვალთვაძე: "ჩვენი მიზანია მრავალშვილიანი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერება"
FaceBook
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალურ საკითხთა სამსახურის თანადაფინანსებით, "ქუთაისში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერების" პროგრამის განხორციელება დაიწყო.

მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე, შეირჩა ორგანიზაცია "მეწარმე ქალთა ფონდი", რომელიც აღნიშნულ პროგრამას განახორციელებს.

ორგანიზაციის წარმომადგენლებს ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე შეხვდა.

"დღეს დაიწყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელება, ეს იყო ჩვენი ინიციატივა, რომელსაც ქუთაისის მერია პირველად ახორციელებს სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით. ჩვენ გამოვაცხადეთ კონკურსი, რომლის საფუძველზეც შევარჩიეთ "მეწარმე ქალთა ფონდი", ეს არის ორგანიზაცია რომელიც თავად ახორციელებს პროექტს, პროგრამას თითქმის მთლიანად აფინანსებს ქუთაისის მერია, მცირედი თანადაფინანსებით შემოდის "მეწარმე ქალთა ფონდი", მათვე შეარჩიეს 20 მრავალშვილიანი ოჯახი. ისინი აუცილებლად რეგისტრირებულნი უნდა იყვნენ და ცხოვრობდნენ ქუთაისში. მოხდება შერჩეული ოჯახების წარმომადგენლების გადამზადება, ხოლო შემდეგ ეტაპზე გამოცხადდება კონკურსი და კონკურსის წესით შერჩეული ბიზნეს-პროექტები დაფინანსდება პროექტის ფარგლებში. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია მრავალშვილიანი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერება და ეს პროგრამა პირველ რიგში ხელს შეუწყობს მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას"- განაცხადა ნინო თვალთვაძემ.

პროგრამის განხორციელების შედეგად, მრავალშვილიანი ოჯახები, კვალიფიკაციის ამაღლების გზით შეძლებენ თავიანთი შესაძლებლობების განვითარებას და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.