ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩა #10–ში მდებარე კორპუსს, რომლის
სახურავიდან ნალესი კედლის
ჩამონგრევის შედეგად, ორი წლის წინ, 12 წლის
გოგონა დაიღუპა, პარაპეტები ისევ ცვივა.
"ბავშვების გარეთ ყოფნის გვეშინია. იყვნენ მერიიდან მოსულები, მაგრამ
რა გააკეთეს და რა არა არ ვიცით", - ამბობენ კორპუსში მცხოვრებლები.
პარაპეტების ჩამოშლის ადგილი ამ დრომდე შემოსაზღვრულია.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ფასადის
სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წელს არ იგეგმება.
თუმცა, მათივე ინფორმაციით, მოსახლეობას პარაპეტების შეკეთებაზე
მერიაში პროექტის წარადგენა შეუძლია.
ირაკლი აბაშიძის ქუჩა #10 –სი მდებარე კორპუსის პარაპეტის ჩამოშლას 12
წლის
გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა.
ქუთაისში 130-ზე მეტი ავარიული საცხოვრებელი
კორპუსია. ზოგიერთ მათგანს ფასადი, ზოგს კი პარაპეტი აქვს
ამორტიზებული.
ამავე
თემაზე:
კორპუსი, საიდანაც კედლის ნაწილი ჩამოიშალა, ბოლოს 2012 წელს
შეკეთდა
ქუთაისში 130-ზე მეტი ავარიული ბინაა აღწერილი
მასალის გამოყენების პირობები