პოლიტიკა
სასკოლო ასაკის ბიჭების 48%-ს აზარტულ თამაშებთან შეხება აქვს
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაცია "აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის" დამფუძნებელი გუგა ბესელია აცხადებს, რომ მიუხედავად საკანონმდებლო აკრძალვებისა, სკოლის მოსწავლეების დიდი ნაწილი აზარტულ თამაშებშია ჩართული.

ორგანიზაციამ თბილისის სხვადასხვა უბნის 10 სკოლაში კვლევა ჩაატარა და 14-იდან 18 წლამდე ასაკის 500 მოზარდი გამოკითხა. შედეგების თანახმად, მოსწავლეების 48%-ს აზარტულ თამაშებთან შეხება აქვს.

"გამოკითხვაში მონაწილეობა 500-მა მოსწავლემ მიიღო. საიდანაც 55 % იყო ბიჭი, ხოლო 45 % გოგო. გამოკითხულები იყვნენ 14 -დან 18 წლამდე მოზარდები. ტენდენცია გვაქვს ასეთი, რომ ასაკის მატებასთან ერთად იზრდება დამოკიდებულებაც 15-დან 18 წლამდე მოზარდების შემთხვევაში სტატისტიკა იზრდება და შეადგენს 59%-ს. წყაროებში თუ როგორ იგებენ ისინი ონლაინ სამორინეების შესახებ, ლიდერობს ინტერნეტ რეკლამა 75%, ასევე პრობლემაა ბილბორდების თემაც, ბევრი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ონლაინ სამორინეების რეკლამებია განთავსებული. გამოვიკვლიეთ ასევე, რომ რეგისტრაცია ხდება ძალიან მარტივად, თავად ინტერნეტ სამორინეებს აქვთ კონტორლის ძალიან სუსტი მექნიზმები, ნებისმიერ ფიზიკურ პირს შეუძლია დარეგისტრირება და შემდგომში თამაში. ჩავატარე ცდა, ჩემი შვილი პირადი ნომრით, რომელიც არის 5 წლის, ჩვეულებრივად დავარეგისტრირე ერთ-ერთ ონლაინ სამორინეში. ეს არის სერიოზული პრობლემა და ჩვენ ახლო მომავალში ვაპირებთ მივმართოთ პარლამენტს ინიციატივით, რომ შეიზღუდოს აზარტული თამაშების რეკლამა და ასევე ონლაინ სამორინეებს ჰქონდეთ წვდომა სამოქალაქო რეესტრის ბაზასთან, რომ არასრულწლოვნებმა დარეგისტრირება ვეღარ შეძლონ", – აცხადებს გუგა ბესელია.

edu.aris.ge


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.