ქუთაისში, ქალაქში 16 საინფორამციო დაფა და 4 აბრა განთავსდა.
სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა ინდმეწარმემ, გიორგი დარსაველიძემ
შეასრულა. დაფებისა და აბრების განთავსებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 10
000 ლარზე მეტი გამოიყო.
საინფორმაციო დაფები ქალაქის მასშტაბით არსებულ სხვადასხვა ლოკაციებზე
მოეწყო, მათ შორის, წითელ ხიდსა და თეთრ ხიდთან, ოქროს ჩარდახთან,
ცენტრალური ბულვარის შესასვლელთან, 9 აპრილის მემორიალთან, ზაქარია
ფალიაშვილის სახლ-მუზეუმთან, ასევე ვაჟა ფშაველას, გალაკტიონ ტაბიძის,
დები იშხნელების, ექვთიმე თაყაიშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი
წერეთლის, ზაქარია ფალიაშვილის, მერაბ კოსტავას და იპოლიტე ხვიჩიას
ძეგლებთან.
დაფებზე ინფორმაცია ქართულ და ინგლისურ ენებზეა დატანილი.
მასალის გამოყენების პირობები