პოლიტიკა
"ამიხდა სურვილი" - რატომ გადადგა იმერეთის ვიცე-გუბერნატორი
FaceBook
იმერეთის ვიცე-გუბერნატორი ალექსანდრე იოსებაშვილი, რომელიც თანმდებობიდან გადადგა, წასვლის მიზეზებზე საუბრობს.
"დიდი ხანია მინდოდა წავსლა საჯარო სამსახურიდან და როგორც იქნა ამიხდა ეს სურვილი," - განაცხადა უკვე ყოფილმა ვიცე-გუბერნატორმა, ალექსანდრე იოსებაშვილმა.
იოსებაშვილმა აღნიშნული თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გუშინ დაწერა.
ალექსანდრე იოსებაშვილმა პირველ ვიცე-გუბერნატორად 2015 წლის 8 იანვრიდან გადაინაცვლა, რომელიც მანამდე სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის მოადგილედ მუშაობდა.
იმერეთის გუბერნიაში საკადრო ცვლილებები 22 თებერვალს დაიწყო, როდესაც გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა თანამდებობიდან დატოვების თაობაზე განცხადება გააკეთა. 23 თებერვალს იმერეთის ახალ გუბერნატორად პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის ვაკის ყოფილი გამგებელი, გივი ჭიჭინაძე წარადგინა. ჭიჭინაძე პირველ სამუშაო შეხვედრას დღეს მართავს. ახლადდანიშნული გუბერნატორი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებისგან რეგიონში არსებულ პრობლემებსა და დაგეგმილ პროექტებს ეცნობა. მოგვიანებით, კი ჭიჭინაძე პირველ კომენატრსაც გააკეთებს.

თეკლე მორგოშია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
10:05 / 19.11.2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს,
25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი
შემადგენლობა წარედგინება.
11:36 / 18.11.2024
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, 25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი შემადგენლობა წარედგინება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.