მმართველმა გუნდმა შუალედურ არჩევნებში ზესტაფონსა და ჭიათურაში
მერობის კანდიდატები დაასახელა.
ზესტაფონში მერობისთვის გიორგი გოგლიჩიძე იბრძოლებს, რომელიც 2017
წლის თვითმმართველობის არჩევნებში ზესტაფონის მერობის კანდიდატი
იყო. ასევე, ის ხელმძღვანლობდა ზესტაფონში ყოფილი მერის, კახაბერ მახათაძის
წინააღმდეგ გამართულ აქციებს.
ჭიათურაში "ქართული ოცნების" კანდიდატი ამავე მუნიციპალიტეტის
მერის მოვალეობის შესმრულებელი, გივი მოდებაძე იქნება.
კანდიდატები პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა
პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე
დაასახელა.
ზესტაფონის მერმა, კახაბერ მახათაძემ პოსტი მიმდინარე წლის
თებერვალში, საკუთარი განცხადების
საფუძველზე დატოვა.
პირადი განცხადებით დატოვა მერის თანამდებობა ჭიათურის მერმაც,
პაატა ნადირაძემაც.
მასალის გამოყენების პირობები