ქუთაისში ოპოზიციურმა პარტიებმა და დამოუკიდებელმა სუბიექტებმა
საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის მოთხოვნით ხელმოწერების
შეგროვება დაიწყეს.
ახალი გაერთიანების წარმომადგენლებმა ცენტრალური ბაზრის მოვაჭრეებს
მოთხოვნილი ცვლილებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
"ჩვენ, გაერთიანებულმა ოპოზიციამ დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება,
რომ მოხდებს საარჩევნო კოდექსში ცვლილება. "ქართული ოცნების" გარდა,
ყველა ვთანხმდებით, რომ მაჟორიტარული სისტემა არის დრომოჭმული და
აუცილებელია ცვლილება. ამიტომ ჩვენს მოთხოვნას ვაცნობთ საზოგადოებას
და ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას, რომ 2020 წელს გადავიდეთ
პროპორციულ სისტემაზე და ბიძინა ივანიშვილმა ვეღარ გაიმარჯვოს ამ
მახინჯი სისტემით. ხელმოწერებს გადავუგზავნით პარლამენტს და
მოვითხოვთ, ცვლილებებს", –განაცხადა პარტია "ევროპელი დემოკრატების"
წარმომადგენელმა მუხრან კოხრეიძემ.
ახალი ოპოზიციური გაერთიანების განცხადებით, ისინი გეგმავენ კარდაკარ
მისვლას და მოსახლეობის ინფორმირებას. ისინიმილიონი ხელმოწერის
შეგროვებას აანონსებენ .
მასალის გამოყენების პირობები