პოლიტიკა
ქუთაისის მერიის ააიპ-ის ყოფილი უფროსი დააკავეს
FaceBook
ქუთაისის მერიის ააიპ "სპეციალური სერვისების" ყოფილი დირექტორი, გელა გაგუა დააკავეს.

"ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით, გაგუას დაკავება ასათიანის ქუჩის რეაბილიტაციის საქმეზე უკავშირდება.

გასული წლის დასაწყისში ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობის საკითხით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დაინტერესდა.

ააიპ "სპეციალური სერვისების" მიერ ასათიანის ქუჩაზე ჩატარებული სამუშაოების შესახებ დოკუმენტაცია, თავდაპირველად, ქუთაისის რაიონულ პორკურატურას ორგანიზაციის ახალმა უფროსმა, ზვიად მანდარიამ გადაუგზავნა. შედეგად, საქმეზე ძიება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო.

როგორც ირკვევა, "სპეციალურმა სერვისებმა", რომელმაც ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 315 000 ლარი მიიღო, სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა. გარდა ამისა, არსებობს ეჭვი, რომ სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხა არამიზნობრივად დაიხარჯა. პროექტის მიმდინარეობის დროს კი ააიპ-ის ყოფილი ხელმძღვანელი, გელა გაგუა ფინანსურ დოკუმენტებსაც არ აფორმებდა.

ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ააიპ "სპეციალური სერვისების" ყოფილმა დირექტორმა გელა გაგუამ თანამდებობა 2017 წლის ნოემბერში, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

გელა გაგუა ააიპ "სპეციალური სერვისების" ხელმძღვანელად 2014 წელს დაინიშნა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა
პაპუაშვილი აირჩიეს.
15:42 / 25.11.2024
საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს.
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.
13:14 / 25.11.2024
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.