პოლიტიკა
მოკლული და ძალადობის მსხვერპლი ქალები - femicide.ge მონიტორინგისთვის
FaceBook

ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის ისტორიები, სტატისტიკა და სამართლებრივი ჩარჩო - ყველა ეს ინფორმაცია ერთ სივრცეში, ვებ-პორტალ www.femicide.ge-ზე იყრის თავს.


ვებ-გვერდი ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით შეიქმნა, იმისთვის, რომ ბოლომდე აღმოიფხვრას შემთხვევები, როცა თვითმხილველები ქალთა წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს სათანადო უწყებებს არ ატყობინებენ და მსგავსი პრაქტიკის გაქრობით დაიცვას ქალთა მარგინალური თუ დაუცველი ჯგუფები.

„ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგის“ პროექტის ფარგლებში, 6 ივლისს, ქუთაისში, სასტუმრო Best Western-ში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის წარმომადგენლებმა პროექტის ვებ-პორტალის პრეზენტაცია გამართეს.

პრეზენტაციას გაუძღვა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი თინა ცომაია, პროექტის კოორდინატორი. პროექტის ასისტენტმა, ია შალამბერიძემ სტუმრებს ვებ-პორტალ www.femicide.ge-ს ძირითადი სტრუქტურა და თანამედროვე ვიზუალიზაციის მეთოდების საშუალებით შექმნილი მონაცემთა ბაზის გამოყენების საფუძვლები გააცნო.

"ვებ-გვერდზე წარმოდგენილია მონაცემთა ბაზა, რომელშიც ზედმიწევნით ზუსტად არის აღწერილი დანაშაულის ტენდენციები. ბაზა გამჭვირვალეა და ადვილად ხელმისაწვდომი. ვიზუალიზაციის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით კი მონაცემთა აღქმა გაცილებით უფრო მარტივი და გასაგები ხდება, რაც თავისთავად ზრდის საზოგადოების ინტერესს აღნიშნული საკითხისადმი. გარდა ამისა, სპეციალურად გადამზადებული ჟურნალისტები ქვეყნის მასშტაბით ჩადენილი დანაშაულებების შესახებ ამზადებენ სტატიებს და სხვადასხვა კუთხით აშუქებენ პრობლემის არსს. პროექტის ვებ-გვერდი საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, ღიად ან ანონიმურად დატოვონ შეტყობინება დანაშაულის შესახებ. შედეგად, პროექტი ერთი მიზნის გარშემო აერთიანებს ჟურნალისტებს, სამოქალაქო საზოგადოებას, სამართალდამცველ ორგანოებს და რიგით მოქალაქეებს. მიზანი კი ქალთა მიმართ ძალადობის შემცირებაა. გვჯერა, რომ ქვეყნის პროგრესი ინფორმირებული მოსახლეობის გადაწყვეტილებებს ეფუძნება," - აღნიშეს შეხვედრის ორგანიზატორებმა.

ვებ-გვერდი, ასევე მოიცავს ისეთ მონაცემთა ბაზას და ინფორმაციებს, როგორიც არის ასაკობრივი ნიშნით დისკრიმინაცია, იგივე, ეიჯიზმი, რომელიც მსოფლიოში დისკრიმინაციის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ეიჯიზმი, უმეტეს შემთხვევაში, ხანდაზმული ასაკის ადამიანების მიმართ გამოვლენილ ძალადობაში გამოიხატება.

ირიბი გათვლებით, საქართველოში მცხოვრები 65 წელს გადაცილებული 62 000 ადამიანი ძალადობის მსხვერპლია, რომელთა მესამედზე (32%) მეტი 75 წელს გადაცილებული ქალია.

საქართველოში მცხოვრები დაახლოებით 20 000 75 წელს გადაცილებული ქალი ძალადობის მსხვერპლია.

2014-2015 წლებში შვიდი 65 წელს გადაცილებული ქალი მოკლეს საქართველოში, რაც საერთოდ მოკლული ქალების 1/4-ია.

ქუთაისში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც მედიის, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის, სასამართლოს, ჯანდაცვის სფეროს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ადვოკატები და ქალთა მიმართ ძალადობის თემით დაინტერესებული სხვა პირები.



ქუთაისის მსგავსად, ქალთა მიმართ ძალადობის ვებ-პორტალის პრეზენტაცია საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იმართება.

ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგის პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობას, დანაშაულის გაშუქების გაუმჯობესებას, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას, ჟურნალისტებისთვის შესაძლებლობათა სპექტრის გაზრდასა და დახვეწას.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა
პაპუაშვილი აირჩიეს.
15:42 / 25.11.2024
საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს.
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.
13:14 / 25.11.2024
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.