პოლიტიკა
სად და რა ფასად შეიძლება გაგრილდეთ ქუთაისსა და წყალტუბოში (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში ამ დროისთვის ორი საცურაო აუზი ფუნქციონირებს. ორივე მათგანი კერძო საკუთრებას წარმოადგენს.

„ლაგუნა“, რომელიც კომპანია „ვისოლის“ მფლობელობაშია, მომხმარებელს არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ მთელი წლის განმავლობაში ემსახურება.
აქ ორი ტიპის საცურაო აუზია - დიდი და მცირე. შესასვლელად კი სპეციალური სამაჯურია საჭირო, რომელიც 30 ლარი ღირს.

მცირე აუზში, ნებისმიერ პირს 6 წლიდან ზემოთ, ცურვის შესწავლა შეუძლია. თვეში 12 გაკვეთილი 120 ლარი ღირს.



რაც შეეხება დიდ აუზს, მასში ყოველთვიურად 12 ვიზიტი 150 ლარი ღირს, ხოლო ულიმიტოდ შესვლა - 250 ლარი. ეს სივრცე იმ ადამიანებისთვისაა, ვინც ცურვა უკვე იცის. მათ დამატებით საუნით, ფიტნეს ცენტრითა და ღია ტერასით სარგებლობაც შეუძლიათ.

მეორე საცურაო კომპლექსი ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარეობს. აქ დახურულ აუზში ცურვის შესწავლა, ხოლო ღია აუზებში ცხელი დღეების გატარება ნებისმიერ პირს შეუძლია. გარეთა სივრცეშია, ასევე, პატარა აუზიც,  6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.



დახურულ აუზში ცურვის შესწავლის ერთჯერადი საფასური 6 წლის ზემოთ ნებისმიერი პირისთვის 7 ლარია, ხოლო აბონემენტი, რომელშიც 15 შესვლა შედის, 80 ლარი ღირს. ამავე აუზით, საღამოს 9 საათიდან კი ცურვის შესწავლა  მხოლოდ ქალბატონებისთვის არის შესაძლელებლი. 



გარე სივრცეში არსებულ დიდ აუზში 12-ჯერ შესვლის საფასური 90 ლარია, ხოლო 5 კაციანი ჯგუფის შემთხვევაში, ერთ ადამიანზე -  75 ლარი.



ქუთაისში არსებულ საცურაო კომპლექსებთან ერთად, გართობა და გაგრილება შესაძლებელია წყალტუბოში, ცივი ტბის მიმდებარე აუზებში.

ორივე აუზზე ერთჯერადად შესვლა, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე 15 ლარი ღირს, ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კი 25 ლარი იქნება.

10 დღიანი ულიმიტო აბონემენტი 120 ლარი ღირს, ცურვის შემსწავლელი 1 საათიანი 10 გაკვეთილი კი 50 ლარი.



ღია საცუცრაო აუზია სასტუმრო "წყალტუბო სპა რესორტშიც", სადაც გაგრილება ნებისმიერ პირს შეუძლია. აუზი დილის 9-დან ღამის 12 საათამდე მუშაობს, სადაც ერთჯერადი შესვლა სამუშაო დღეებში 30 ლარი ღირს, შაბათ-კვირას კი  - 35 ლარი.

სასტუმროს რეგისტრატურაში ღია აუზის ერთთვიან ულიმიტო აბონემენტს 400 ლარად შეიძენთ, ხოლო 15 დღიანს - 300 ლარად.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა
პაპუაშვილი აირჩიეს.
15:42 / 25.11.2024
საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს.
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.
13:14 / 25.11.2024
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.