"ნაციონალური მოძრაობა" ოზურგეთში მათი პარტიის წევრის, ბესო
ქათამაძის ცემის ფაქტს ეხმაურება.
პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის წევრებმა საკრებულოებში მათი პარტიის
დეპუტატებთან ერთად, ქუთაისის მერიის წინ ბრიფინგი გამართეს და
მომხდარის გამოძიება მოითხოვეს.
მათი თქმით, "ქართული ოცნება" ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებით
მოქმედებს და ხელს აფარებს რეალურ დამნაშავეებს.
"მოვითხოვთ, სასწრაფოდ იქნას საქმე გამოძიებული, არაუგვიანეს
პარასკევისა კი ჩაინიშნოს ოზურგეთის საკრებულოს სხდომა და
უფლებამოსილება შეუჩერედეს "ქართული ოცნების" დეპუტატებს",-
განაცხადა ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური
მოძრაობის"დეპუტატმა, გია უკლებამ.
ოზურგეთის საკრებულოს "ნაციონალ" დეპუტატს საკრებულოს შენობაში 17
ივნისს ფიზიკურად გასუწორდნენ. როგორც თავად ბესო ქათამაძე ამბობს,
მას საკრებულოს ფარქცია "ქართული ოცნების" დეპუტატებმა "ფეისბუკზე"
მის მიერ გამოქვეყნებული სტატუსის გამო სცემეს.
ბესო ქათამაძე მომხდარის გამოძიებისთვის ხელისუფლებას ვადას კვირის
ბოლომდე აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციების
გამართვას აპირებს.
მასალის გამოყენების პირობები