საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრობის
კანდიდატად მამუკა ბახტაძე ოფიციალურად წარადგინა. შესაბამისი
განკარგულება ქვეყნის პირველმა პირმა უკვე გამოსცა.
"საქართველოს კონსტიტუციის 801 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წამოყენებულ იქნეს საპარლამენტო
უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი მამუკა ბახტაძის კანდიდატურა", -
ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.
მამუკა ბახტაძეს 7 დღე აქვს, რათა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა
წარადგინოს.
წყარო: interpressnews.ge
მასალის გამოყენების პირობები