პარტია "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაცია, ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებს, სახელმწიფო აუდიტის მიერ, მერიის შესახებ დაწერილი 2009-2012 წლის დასკვნა განიხილოს.
როგორც პარტიის ხელმძღვანელი, გოგი წულაია ირწმუნება, 2009-2012 წლებში ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონებსა და ქონების პრივატიზების საკითხებში დარღვევებია აღმოჩენილი.
"გაცემულია ისეთი ხელშეკრულებები, სადაც მოიჯარეებს არა აქვთ არანაირი ვალდებულებები პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში. იჯარის წესით, ასევე მრავალი ობიექტია გაცემული დაწესებულ ფასზე ნაკლებ ფასად თანამდებობის პირების მხრიდან," - ამბობს წულაია.
წულაია ქუთაისის მერს მოუწდებს რომ საქართველოს კონტროლის პალატის მიერ წარმოდგენილი 2009-2012 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის საფუძვლზე, სასამართლოს მიმართოს.
"მილიონობით ლარია შეჭმული და როგორ შეიძლება ეს დღეს არ აინტერესებდეს მერიას. ქალაქის დღევანდელი ხელმძღვანელობა, თუ ამ საქმეს ბოლომდე მიჰყვება, ქალაქს მილიონობით ლარს მოუტანს. ხოლო, თუ ეს დოკუმენტები მხოლოდ დოკუმენტებად დარჩება მათ სამუშაო მაგიდებზე, მაშინ გაჩნდება ეჭვი, რომ ქუთაისის მერიაში დღესაც ან ძველებთან შეკრულები, ან უბრალოდ დოყლაპიები არიან,"- აცხადებს წულაია.
საქართველოს კონტროლის პალატის მიერ წარმოდგენილი 2009-2012 წლის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში, ქუთაისის მერიის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გაცემის კანონიერებასა და მართლზომიერებას ეხება.
ანა ჯანაშია
მასალის გამოყენების პირობები