პოლიტიკა
ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში არჩევნები 28 აპრილს გაიმართება
FaceBook
საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები N54-ე მაჟორიტარულ, ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში 28 აპრილს გაიმართება. გადაწყვეტილება ცესკო-მ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. 

„28 აპრილს არჩევნები ჩატარდება 60 საარჩევნო უბანზე, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 48 054 ამომრჩეველი. პარლამენტის შუალედურ არჩევნებს ცესკოსთან ერთად ორგანიზებას გაუწევს ვანის ძირითადი და ხონის დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიები.

დღევანდელ სხდომაზე ცესკომ დაამტკიცა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი არჩევნებთან დაკავშირებული საქმიანობები და ვადები. დღესვე, ცესკომ განსაზღვრა ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა არჩევნებში ჩართული სხვადასხვა მხარისთვის.

მათ შორის, არჩევნებში მონაწილე საინიციატივო ჯგუფებისათვის და დაადგინა საინიციატივო ჯგუფის მიერ კანდიდატის წარსადგენად საჭირო ხელმოწერების მინიმალური ოდენობა“, - განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძე.

ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ლულიაშვილი იყო. თუმცა,  ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ გასული წლის დეკემბერში დაინიშნა. 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალ მთავრობაში,
რომელსაც პარლამენტი დღეს, 25 ნოემბერს, დაამტკიცებს, სამი მინისტრი
იცვლება.
11:35 / 25.11.2024
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალ მთავრობაში, რომელსაც პარლამენტი დღეს, 25 ნოემბერს, დაამტკიცებს, სამი მინისტრი იცვლება.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
10:05 / 19.11.2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.