საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, გიორგი კვირიკაშვილის
თქმით, მთავრობამ გარკვეული მექანიზმები უნდა შეიმუშაოს, რომ პენსიის
წინასწარ აღების შემთხვევაში პროცენტი არაადეკვატურად მაღალი არ იყოს.
მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი მთავრობამ საპარლამენტო გუნდთან
ერთად უკვე განიხილა.
"გარკვეული მექანიზმებია შემოსაღები,რომ როცა პენსიონერი საკუთარი
პენსიის უზრუნველყოფით იღებს სესხს, მას არ ჰქონდეს არაადეკვატურად
მაღალი საპროცენტო განაკვეთი. ალბათ, გარკვეული რეგულაციები იქნება
საჭირო და ჩვენ სიამოვნებით განვიხილავთ ამ ინიციატივებს",-განაცხადა
გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ოპონენტებს კრიკტიკასაც უპასუხა,
რომლის მიხედვითაც პენსიონერებს მხლოდ ერთი ბანკი ემსახურება.
"ეს არის ტენდერი და თუ რაიმე პრობლემებია ამ მიმართულებით, მზად ვართ
მათ შორის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები ჩაერთონ და განიხილონ
ეს საკითხები", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც დეპუტატებმა მთავრობის
განახლებულ შემადგენლობას უნდა გამოუცხადონ ნდობა, ერთი საათის წინ
განახლდა.
შესვენებამდე დეპუტატებმა პრემიერ-მინიტროსბის კანდიდატისგან
მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმა მოისმინეს და შეკითხვებიც დასვეს.
მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრობისა და მინიტრობის კანდიდატები
დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებენ, მთავრობის განახლებული
შემადგენლობის დამტკიცების საკითხი კენჭისყრაზე დადგება.
მასალის გამოყენების პირობები