"ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარეს პრაიმერის
(შიდა გამოკითხვის) წესით აირჩევენ.
კანდიდატურის შერჩევა 14 დეკემბერს, პარტიის ქუთაისის ოფისში
მოხდება.
პრაიმერს "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე
დაესწრება.
თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილია პარტიის წევრი და ქუთაისის
საკრებულოს დეპუტატი, დავით გოგისვანიძე, რომელიც 2017 წლის 21
ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქუთაისის
მერობისთვის იბრძოდა.
"ევროპული საქართველო" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების
შემდეგ, პარტია "ნაციონალური მოძრაობისგან" გამიჯნული
წევრებით დაკომპლექტდა. ამ დრომდე, პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის
თავმჯდომარის მოვალეობას გია თევდორაძე ასრულებდა.
მასალის გამოყენების პირობები