ქუთაისის #59–ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ავთანდილ
ოსეფაიშვილმა გიორგი ჭიღვარიას მერის მოწმობა გადასცა.
ქალაქის ახლადარჩეული მერი თავისი უფლებამოსილების შესრულებას
29 ნოემბრიდან დაიწყებს.
მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი, გიორგი ჭიღვარია,
ქუთაისის მერად 2017 წლის 12 ნოემბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის
არჩევნების მეორე ტურში აირჩიეს. მან პირველ ტურში 50%-იანი
ბარიერი ვერ გადალახა.
პირველი ტურის შედეგების მიხედვით, გიორგი ჭიღვარიამ ხმების
48.66% მიიღო, ხოლო მისმა კონკურნეტმა "ნაციონალური მოძრაობიდან,
გრიგოლ ვაშაძემ -27.04 %.
მეორე ტურში კი, სადაც ქუთაისში რეგისტრირებული 152 561
ამომრჩევლიდან არჩევნებზე მხოლოდ
17.98 % მივიდა, გიორგი ჭიღვარიამ 87.55%-იანი მხარდაჭერა მიიღო.
გრიგოლ ვაშაძემ კი ხმების 12.45% დააგროვა.
არჩევნების მეორე ტური, ქუთაისთან ერთად
5 თვითმმართველ თემში ჩატარდა.
გიორგი ჭიღვარია მერის პოსტზე არჩევამდე იმერეთის
ვიცე-გუბერნატორი იყო.
მასალის გამოყენების პირობები