ქუთაისის მეექვსე მოწვევის 25 წევრიან საკრებულოში, 4 ქალი
დეპუტატია. ისინი ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოში
"ქართული ოცნებიდან" მოხვდნენ.
ქალი დეპუტატებიდან ორი საკრებულოში პარტიული სიით შევიდა, ხოლო ორი
მაჟორიტარია.
შევეცადეთ გაგვერკვია, რა არის ის ძირითადი საკითხები, რაზეც ისინი
მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აქტიურად იმუშავებენ. აღმოჩნდა, რომ
ოთხიდან სამი ქალი დეპუტატის გეგმები თითქმის იდენტურია.
განსხვებული მიზანი აქვს მაია სიმონიძეს, რომელიც ქუთაისში მოქმედი
სამკერვალო ფაბრიკა "იმერის" ხელმძღვანელია.
ის ამბობს, რომ პოლიტიკაში ქალის მოსვლა, თავისთავად, ქალთა
საჭიროებებზე აქტიურობას ნიშნავს. ის ირწმუნება, რომ მაქსიმალურად
მხარს დაუჭერს იმ ქალებს, ვისაც ბიზნესში ჩართვის სურვილი აქვს.
"მნიშვნელოვანია მაქსიმალური მხარდაჭერა გამოვუცხადოთ იმ ქალებს,
რომლებსაც სურვილი აქვთ ჩაერთონ მცირე ბიზნესში თუ შედარებთ
მოზრდილში. იაქტიურონ ქართულ ეკონომიკაში, თვითდასაქმებაში. ამ კუთხით
სწავლება სერიოზულად ჭირდება საქართველოს მოსახლეობას და ამათ შორის,
ქუთაისშიც.
კვალიფიკაციის ამაღლება, ახალი პროფესიის შეძენა იმისთვის, რომ ქალები
აქტიურად იყვნენ ჩართული ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი
ეკომონიკაში," - ამბობს მაია სიმონიძე.
მრავალშვილიანი დედების საკითხები და მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების
მოწყობა იქნება პრიორიტეტული ნანა კოსტავასთვის. ის ამბობს, რომ ამავე
დროს დაინტერესებულია აქტიურად ჩაერთოს სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ
პროექტებშიც.
"ძალიან მინდა ამ ძირძველ ქალაქს ეღირსოს განვითარების გენერალური
გეგმა და ბოლოსდაბოლოს დამტკიცდეს. თუმცა, რა თქმა უნდა, პრიორიტეტი
იქნება მრავალშვილიანი დედები და მიუსაფარი ბავშვები," - ამბობს ნანა
კოსტავა.
მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მრავალშვილიანი დედების პრობლემებზე
აქტიურად მუშაობას გეგმავს კახიანოურის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი,
ელეონორა არჩაია, რომელიც თავად ხუთი შვილის დედა გახლავთ.
მრავალშვილიან დედებთან მიმართებაში კონკრეტული მიზნები აქვს
საფიჩხიის უბნის მაჟორიტარს, მარეხი ნიჟარაძეს.
"მათ აქვთ სტატუსი და გაზრდილი ჰქონდათ დახმარება, თუმცა, ჭირდებათ
შვილების სამედიცინო გამოკვლევა, რომელიც არ არის დაფინანსებული და
დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს დაფინანსება შევდეს ერთჯერადი ყოველთვიური
დახმარების პაკეტში,"- ამბობს მარეხი ნიჟარაძე.
თუმცა, დეპუტატი, ამავე დროს, შეზღუდული შესაძლებლობის პირებს და
ძალადობის მსხვერპლ ქალებსაც აქტიურ მხარდაჭერას უცხადებს.
"მათ აუცილებლად გაუჩნდებათ ჩემთან ურთიერთობის სურვილი იმიტომ, რომ
მეც ქალი ვარ და გულღიად საუბარს შევძლებთ, გავუწევ მათ დახმარებას და
მივიყვან იმ ადგილამდე, ვის კომპეტენციაშიც შედის ძალადობის მსხვერპლი
ქალების პრობლემების მოგვარება," - აღნიშნავს მარეხი ნიჟარაძე.
საფიჩხიის მაჟოროტარი დეპუტატი ამომრჩევლებს და მათ შორის, ქალებს
ორმხრივ თანამშრომლობას სთავაზობს.
ქუთაისის საკრებულოს ახალ შემადგენლობა ექიმებით, მეწარმეებით,
პოლიტიკოსებით და იურისტებით არის დაკომპლექტებული.
ზოგიერთი მათგანი ახალი სახეა, თუმცა, რამდენიმე დეპუტატს უკვე აქვს
საკრებულოში მუშაობის გამოცდილება. ვინ რა გეგმით მოვიდა
ნახეთ ვიდეო.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდა,
საკრებულოს ახალი შემადგენლობა 20 ნომებრს შეიკრიბა.
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს,
25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი
შემადგენლობა წარედგინება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები