იმერეთის 12-დან სამ მუნიციპალიტეტში საკრებულოს თავმჯდომარედ
ქალები აირჩიეს.
ტყიბული, თერჯოლა და ხარაგაული - ეს ის მუნიციპალიტეტებია, სადაც
საკრებულოს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ქალი თავმჯდომარეები
უხელმძღვანელებენ. სამივე მათგანი საკრებულოში "ქართული ოცნების"
კვოტით მოხვდა.
თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარე, ყოფილი ჟურნალისტი ნინო ჯანელიძეა.
ის საკრებულოს სხვა წევრებთან ერთად, პირველი სხდომის დაწყებამდე
რამდენიმე წუთით ადრე ადგილობრივი ეკლესიის
წინამღვარმა დალოცა.
ნინო ჯანლიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი
ხალხთან სიახლოვე იქნება.
"ჩვენთვის პრიორიტეტი იქნება ღია და გამჭირვალე მუშაობა. მაქსიმალურად
იქნებიან სხდომებში ჩართული მოქალაქეები, რათა, მათი თანამონაწილეობით
გადაიჭრას სხვადასხვა პრობლემები. ახლა უკვე შიგნიდან დავინახავ ყველა
იმ პრობლემას, რასაც მანამდე, როგორც ჟურანალისტი გარედან ვხედავდი,"
- ამბობს ნინო ჯანელიძე. მისი თქმით, კონკრეტული ნაბიჯი, რომელითაც
მუშაობას დაიწყებს, მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის, მათ შორის, გზის
საფარის მოწესრიგება იქნება.
ნინო ჯანელიძე მოხარულია, რომ საკრებულოს უმრავლესობამ მას ნდობა
გამოუცხადა და ამბობს, რომ სახელმწიფო უწყებებში ადგილობრივ დონეზე
გენდერული უთანასწორობის პრობლემა მოგვარებას დაიწყებს.
თავმჯდომარის გარდა, თერჯოლის 27 წევრიან საკრებულოში 2 ქალია.
კანონიერება და მოსახლეობასთან ანგარიშვალდებულება იქნება - ასეთია
ტყიბულის საკრებულოს ქალი თავმჯდომარის პრიორიტეტი. ნატალია კობახიძე
პედაგოგია, ის ტყიბულის N2- ე საჯარო სკოლაში დაწყებით კლასებში
ასწავლის. ნატალია ამბობს, რომ პედაგიური მოღვაწეობის გაგრძელას
მომავალშიც აპირებს.
"მინიმალური საათებით ვიმუშავებ სკოლაში, ძირითადად მუნიციპალიტეტის
პრობლემების მოგვარება იქნება პრიორიტეტული," - ამბობს ნატალია
კობახიძე.
საკრებულოს ქალი თავმჯდომარე გვიყვება, რომ პოლიტიკური საქმიანობის
გამოცდილება არ აქვს, თუმცა, იმედოვნებს, რომ აღებულ ვალდებულებას
თავს კარგად გაართმევს.
ის თვლის, რომ პოლიტიკაში და არა მხოლოდ, ქალების ჩართულობა
მნიშვნელოვანია.
ტყიბულის საკრებულოში სულ 27 წევრია, აქედან 3 ქალია.
სამაგიეროდ, 10 ქალი დეპუტატი ჰყავს ხარაგაულის 35 წევრიან
საკრებულოს. ერთ-ერთი მათგანი საკრებულოს თავმჯდომარეა. მას
საკრებულოს ქალი თავმჯდომარეებისგან (თერჯოლა და ტყიბული)
განსხვავებით საკრებულოშიც და პოლიტიკაშიც მუშაობის გამოცდილება აქვს.
იგი საკრებულოს წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოდგილე
გახლადთ.
რა სამოქმედი გეგმით მოდის მანანა ბარაბაზე ამის გასარკევად ტელეფონზე
დაკავშირების მიუხედავად მან ზარებს არ უპასუხა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატრადა.
მუნიციპალიტეტებში საკრებულოს პირველი სხდომა 21 ნოემბერს გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები