საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს თქმით,
საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი
და აუცილებელი იყო.
მისივე ვარაუდით, მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პარლამენტი 2017
წლის დეკემბრის ბოლოს, ან იანვარში დაამტკიცებს.
"დაახლოებით ერთ კვირაში შემოვა ალბათ, შესაბამისი კანონპროექტი და
დაიწყება საპარლამენტო განხილვა. ამას დასჭირდება თავისი დრო.
დაჩქარებული წესის შემთხვევაშიც დაგვჭირდება მინიმუმ ორი კვირა, რომ
ჯერ კომიტეტზე გავიტანოთ და შემდეგ პლენარულ სხდომაზე მოვისმინოთ
კანონის პროექტი. ამის შემდეგ იცით, რომ ვეტოს პროცედურა არის
კონსტიტუციით დადგენილი და ამის შემდეგ გვექნება იმის საშუალება, რომ
ნდობა გამოვუცხადოთ მთავრობის შემადგენლობას. შესაძლებელია დეკემბრის
ბოლომდე, შეიძლება იანვარში მოგვიწიოს ამ პროცედურების ჩატარება", -
განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძემ ასევე განმარტა რომ, ის მიესალმება უწყებების ოპტიმიზაციას
რაც საქართველოში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განხორციელდა.
"მე ვფიქრობ, რომ ეს რეფორმა იყო ჩასატარებელი და მივესალმები
ინიციატივას, რომლითაც გამოვიდა პრემიერ-მინისტრი", - აღნიშნა
პარლამენტის თავმჯდომარემ.
რაც შეეხება, კადრების შემცირებას უწყებებში, ირაკლი კობახიძის თქმით,
რეორგანიზაციის საკითხი ინდივიდუალური მიდგომით, სამინისტროების
მიხედვით უნდა იყოს განხილული.
მასალის გამოყენების პირობები