ქუთაისის მეხუთე მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომა 17 ნოემბერსაა
ჩანიშნული. ჯერჯერობით უცნობია რა საკითხებს განიხილავენ დეპუტატები
სხდომაზე.
ქუთაისის მე-5 მოწვევის საკრებულომ, 2014 წლის 14 ივლისიდან ამ
დრომდე, სულ
652 სამართლებრივი აქტი გამოსცა.
ხუთი ცვლილება შეიტანა 2017 წლის ბიუჯეტში. 11-ჯერ შეიცვალა მერიის
საშტატო ნუსხა.
უკვე ჩანიშნულია მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომაც,
რომელიც
20 ნოემბერს გაიმართება. სხდომას ქუთაისის საოლქო
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი გახსნის,
რომელიც უფლებამოსილებას შეუწყვიტას მეხუთე მოწვევის საკრებულოს და
წარმომადგენლობითი ორგანოს ახალ შემადგენლობას ლეგიტიმურად
გამოაცხადებს.
ქუთაისის ახალ საკრებულოში 25 დეპუტატიდან 19 "ქართული ოცნების" წევრი
იქნება, 4 წარმომადგენელი ეყოლება "ნაციონალურ მოძრაობას", ხოლო
"ევროპულ საქართველოს" 2 დეპუტატი.
მასალის გამოყენების პირობები