ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში 2012-2104 წლებში პრემიისაა და დანამატის სახით 4 686 346 ლარი გაიცა. ამავე პერიოდში იმერეთის რეგიონში სულ 12 631 286 ლარის პრემიაა გაცემული.
აღნიშნულის შესახებ კვლევა არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართვლომ" ჩააატარა.
იმერეთის მუნიციპალიტეტებში გაცემული პრემიები წლების მიხედვით ასე გადანაწილდა:
2012 წელს - 4,1 მილიონი ლარი;
2013 წელს - 5,2 მილიონი ლარი;
2014 წელს - 3,2 მილიონი ლარი;
ორგანიზაციის ქუთაისის ფილიალის იურისტის, ანი სალდაძის განმარტებით, იმერეთის რეგიონში არსებული 12 მუნიციპალიტეტიდან პრემიებისა და დანამატების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან არ მიაწოდეს.
"ამ მუნიციპალიტეტმა არ მოისურვა ეთანამშრომლა ჩვენთან და ჩვენს მიერ მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციაზე პასუხი არ მოგავაწოდა", - განმარატეს ქუთაისში კვლევის პრეზენტაციაზე.
"საერთაშორისო გამჭვირავლობის" წარმომადგენლების ინფორმაციით, ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ არასრულყოფილი საკანონმდებლო რეგულაციების გამო, პრემიებისა და დანამატების გაცემის დამკვიდრებულმა მანკიერმა პრაქტიკამ, სისტემური პრობლემის ხასიათი მიიღო.
"მიუხედავად მთავრობის არაერთი განცხადებისა, კვლავ გრძელდება პრემიებისა და დანამატების რეგულარულად გაცემის პრაქტიკა. ასევე, რიგ მუნიციპალიტეტებში ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული პრემირებისა და სახელფასო დანამატების გაცემის წესი. არის შემთხვევები, როდესაც წახალისების მიზნით, საჯარო მოხელეები თანხას კონკრეტული ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ნივთის შესაძენად იღებენ", - განმარტა
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართვლოს" ქუთაისის ფილიალი იურისტმა ანი სალადაძემ.
"გამჭვირვალობის" კვლევის მიხედვით, 2012 -2014 წლებში საქართველოს 59 მუნიციპალიტეტსა და 12 თვითმმართველი ქალაქში (მათ შორის თბილისის რაიონებიდან) პრემიებისა და დანამატების სახით სულ 100 მილიონ ლარზე მეტია გაცემული.
ორგანიზაციის იურისტების ვარაუდით, გამომდინარე იქედან, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულომ და გამგეობამ/მერიამ გამოთხოვილი ინფორმაცია არ მიაწოდათ, გაცემული პრემიებისა და დანამატების რიცხვი აღნიშნულ მაჩვენებელს ბევრად აღემატება.
თეკლე მორგოშია
მასალის გამოყენების პირობები