ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში "ქართული ოცნების"
ქუთაისის მერობის კანდიდატის, გიორგი ჭიღვარიას მხადასაჭერი შეხვედრა
გაიმართა.
მის მხადასაჭერად პარტიის ლიდერები, საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომადრე, ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა
კალაძე იმყოფებოდნენ.
პარტიის ლიდერებმა ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდეს.
"მომავალი ოთხი წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ქუთაისთვის და დღეს
გიორგი ჭიღვარის სჭირდება ჩვენი თანამდგომა", - განაცხადა კახა
კალაძემ.
ქუთაისისი მერობის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ მადლობა გადაუხადა
ამომრჩევლებს პირველ ტურში მხადაჭერისთვის და კვლავ თანადგომისკენ
მოუწოდა.
"კიდევ ერთი ბრძოლა დაგვრჩა და ამ ბრძოლაში თქვენი მხადაჭერა
გვჭირდება", - განაცხადა ჭიღვარიამ.
ადგილობრივი თვითმმარტველობის არჩევნების პირველი ტური 21 ოქტომბერს
ჩატარდა. ქუთაისის მერობის 8 კანდიდატიდან ზღვარი ვერცერთმა გადალახა.
რის გამოც, ქუთაისში ისევე, როგორც 5 თვითმმართველ ქალაქში
მეორე არჩევნების ტური დაინიშნა, რომელიც 12 ნოემბერეს
ჩატარდება.
ცესკოს მონაცემებით, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა,
გიორგი ჭიღვარიამ ხმების 48,56% , ხოლო მეორე ადგილზე
"ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ 27,05%
მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები