ქუთაისელმა მევიოლინემ, გვანცა ბუცხრიკიძემ "ქლეველენდ
საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში" მეორე საპრიზო ადგილი აიღო.
ის ნიუ-იორკის კონსერვატორიის მეორე კურსის სტუდენტია, კონკურსში კი
მონაწილეობა საქართველოს სახელით მიიღო. გვანცა ამბობს, რომ საკუთარი
ქვეყნის სახელით ამხელა მასშტაბის მქონე კონკურსზე გამოსვლა მისთვის
საამაყო, ამავდროულად, საპასუხისმგებლოცაა.
,,კონკურსზე ისე გავედი, არც ჩემმა ოჯახმა და არც ჩემმა პროფესორმა
არაფერი იცოდნენ. ზოგადად, როცა კონკურსებში ვმონაწილეობ, ვცდილობ
არავის ვუთხრა, რათა ჩემს ახლობლებს ნერვიულობა თავიდან ავარიდო. ამ
კონკურსში მეორე ადგილი ავიღე და მეამაყება, რომ ჩემი ქვეყნის სახელით
გავედი. ვერ წარმოიდგენთ როგორ მიდგას ქართველი ხალხი გვერდით, როგორ
მგულშემატკივრობენ და რამხელა სითბოს ვგრძნობ მათგან,’’ - ამბობს
გვანცა ბუცხრიკიძე.
,,ქლეველენდ საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი’’ ყოველწლიურად ტარდება
და მასში მსოფლიოს არაერთი ქვეყნის სტუდენტი მონაწილეობს.
მასალის გამოყენების პირობები