ფესტივალი "თეატრალური იმერეთი 2023" 13 ივნისს
მესხიშვილის თეატრში გაიხსნება.
ფესტივალი ორი კვირას გაგრძელდება და პირველ ივლისს დასრულდება.
"თეატრალური იმერეთი 2023“-ს მესხიშვილის თეატრი
უმასპინძლებს.
მასში მონაწილეობას იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტის თეატრი
მიიღებს.
მათ გარდა ფესტივალს უცხოელი მონაწილეებიც ეყოლება. "თეატრალური
იმერეთი 2023"-ში ჩაერთვებიან ნაპოლის ექსპერიმენტული
თეატრი და აზერბაიჯანის სახელმწიფო თეატრი YUG .
ჯამში ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 15 სპექტაკლი.
სტუმრის სტატუსით ფესტივალს ეწვევა თავისუფალი თეატრი სპექტაკლით
"კავკასიური ცარცის წრე".
სპექტაკლებს პროფესიული ჟიური შეაფასებს და ფესტივალის ბოლოს
სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს გამოავლენს. ფესტივალის
დახურვის ცერემონიალი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის
პროფესიულ თეატრში 1 ივლისს გაიმართება.
პროექტს უკვე მეთოთხმეტე წელია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის
ადმინისტრაცია და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ერთობლივად
ახორციელებს. ასევე, ფესტივალის მხარდამჭერია რეგიონის 12-ვე
მუნიციპალიტეტი.
ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები