ფესტივალი თეატრალური იმერეთი 2022, რომელიც თითქმის ორი
კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, ხვალ 1 ივლისს საზეიმოდ
დაიხურება.
დახურვის ცერემონიალი მესხიშვილის თეატრში 18: 30 საათზე
მოეწყობა.
ფესტივალი საკონკურსოა, შესაბამისად, ფესტივალის დახურვის
ცერემონიალზე გამოცხადდება სხვადასხვა ნომინაციაში
გამარჯვებულები.
მანამდე გაიმართება ფესტივალის ბოლო სპექტაკლი "აფხაზური ჩანახატები",
რომელსაც ხონის სახალხო თეატრი წარმოადგენს.
სპექტაკლი ხონის თეატრში გაიმართება.
ორი კვირის განმავლობაში ფესტივალზე ნაჩვენები იყო 17
სპექტაკლი.
მასში მონაწილეობა მიიღო იმერეთის ყველა პროფესიულმა თუ სახალხო
თეატრმა, ასევე, დამოუკიდებელმა დასებმა, მათ შორის,
თბილისიდან.
ფესტივალში ყაზახეთის თეატრიც იყო ჩართული, რომელმაც ქართველი
დრამატურგის აქვსენტი ცაგარელის პიესის "ხანუმას"
მიხედვით დადგმულ სპექტაკლი წარმოადგინა.
პროექტს უკვე მეცამეტე წელია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის
ადმინისტრაცია და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ერთობლივად
ახორციელებს. ასევე, ფესტივალის მხარდამჭერია რეგიონის 12-ვე
მუნიციპალიტეტი და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის
სამინისტრო.
მასალის გამოყენების პირობები