ფესტივალში "თეატრალური იმერეთი 2022" ყაზახური აქტაუ მანგისტაუსის
სახელობის რეგიონალური დრამატული მუსიკალური თეატრი მიიღებს
მონაწილეობას.
ყაზახური თეატრი ქართველი დრამატურგის აქვსენტი ცაგარელის "ხანუმა"-ს
მიხედვით დადგმულ სპექტაკლს წარმოადგენს. ქართული პიესის ყაზახური
სპექტაკლის რეჟისორი გულსინა მირგალიევაა.
სპექტაკლი 22 ივნისს 18 საათზე მესხიშვილის
თეატრში გაიმართება.
ფესტივალი ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის თეატრის სპექტაკლით
"ნუ გააღვიძებ" გაიხსნა.
"თეატრალური იმერეთი 2022"-ის დასკვნითი ნაწილიც ქუთაისში,
მესხიშვილის თეატრში გაიმართება.
მანამდე კი საფესტივალო სპექტაკლების ნაწილს მუნიციპალიტეტებში
წარმოადგენენ, ნაწილს კი მესხიშვილისა და ქუთაისის ოპერის თეატრები
უმასპინძლებენ.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს იმერეთის ყველა პროფესიული თუ
სახალხო თეატრი, ასევე დამოუკიდებელი დასები, მათ შორის
თბილისიდან.
წარმოდგენილი იქნება 17 სპექტაკლი.
პროექტს უკვე მეცამეტე წელია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის
ადმინისტრაცია და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ერთობლივად
ახორციელებს. ასევე, ფესტივალის მხარდამჭერია რეგიონის 12-ვე
მუნიციპალიტეტი და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის
სამინისტრო.
ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები