5 ოქტომბერს ლადო მესხიშვილის თეატრში ახალი სეზონის პირველ
სპექტაკლს წარმოადგენენ.
"კუ+კოკინა" დრამატურგ ეჟენი იონესკოს პიესის "ორთა ბოდვას"
რეჟისორების ლევან სვანაძისა და კოტე აბაშიძისეული
დადგმაა.
სპექტაკლში მსახიობები მარიკა სამანიშვილი და თენგიზ ჯავახაძე არიან
დაკავებული.
სპექტაკლი 19:00 საათზე დაიწყება.
თეატრი ოქტომბრის ბოლოს პრემიერასაც შესთავაზებს
მაყურებელს.
ქუთაისელი თეატრის მოყვარულები შექსპირის "მაკბეტის" ახალ დადგმას
იხილავენ.
მესხიშვილის თეატრი 161-ე სეზონს ხსნის.
მასალის გამოყენების პირობები