ფესტივალზე „თეატრალური იმერეთი 2021“ დასრულდა.
გამოვლინდნენ 15 ნომინაციაში გამარჯვებულები.
ნომინაციაში - „საუკეთესო მუსიკალური გაფორმება“ გამარჯვებულია
ვანის სახალხო თეატრი სპექტაკლისათვის ,,გოდოს მოლოდინში".
ნომინაციაში - „საუკეთესო სამსახიობო ანსამბლი“
პრიზი გადაეცა ვანის სახალხო თეატრის მსახიობებს სოფიო ჩირაძეს, აბელ
სოსელიას, ამირან შარაშენიძეს, გიგა ბუბუტეიშვილს - სპექტაკლისათვის
,,გოდოს მოლოდინში".
ნომინაციაში - „საუკეთესოდ შესრულებული მეორე პლანის
როლი“ დაჯილდოვდა ხარაგაულის სახალხო თეატრის მსახიობი ლია
ჭიპაშვილი სპექტაკლისათვის -,,იმერული რეკვიემი"
ნომინაციაში - საუკეთესო ქალი მსახიობი“ პრიზი ერგო ხარაგაულის
სახალხო თეატრის მსახიობს - ირინე ჩხეიძეს - სპექტაკლისათვის
,,იმერული რეკვიემი".
ნომინაცია - საუკეთესო სცენოგრაფია საჩხერის სახალხო თეატრის
მხატვარი ლია დარბაიძე დაჯილდოვდა, სპექტაკლისათვის ,,ფუტურო
ადამიანები".
ნომინაცია - პოეტური ნაწარმოების ორიგინალური გადაწყვეტა -
გადაეცემა საჩხერის თეატრის რეჟისორს - გიორგი მეტონიძეს -
სპექტაკლისთვის "ფუტურო ადამიანები"
ფესტივალის აღმოჩენა - საჩხერის თეატრის მსახიობი დარეჯან დარბაიძე
გახდა (სპექტაკლი "ფუტურო ადამიანები").
ნომინაციაში - „საუკეთესო დებიუტი“ ტყიბულის სახალხო თეატრის
მსახიობი ნიკოლოზ დონაძე გამოვლინდა, სპექტაკლში "დედის დღე".
ნომინაცია - საუკეთესო დებიუტი“ პრიზი ასევე ერგო სამტრედიის
სახალხო თეატრის მსახიობს ნინო ჭახნაგია სპექტაკლში "ყველაფრისთვის
გადახდილია".
„საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობად“ ხონის სახალხო თეატრის მსახიობი
თორნიკე კუხალაშვილი დასახელდა (სპექტაკლი "ერთი უბრალო ამბავი").
„საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობის“ ტიტული ხონის სახალხო თეატრის
მსახიობს გიორგი ღვაბერიძესაც ერგო, სპექტაკლში "ერთი უბრალო
ამბავი".
ნომინაციაში "ორიგინაური სცენური დუეტი“ გამარჯვებულია თერჯოლის
სახალხო თეატრის მსახიობები დიმა არეშიძე და ზვიად მაკარიძე
სპექტაკლში "ემიგრანტები".
ნომინაციაში - „საუკეთესო ეპიზოდური როლი“, პრიზი ერგო ბაღდათის
თეატრის მსახიობს ეთერ დევიძეს, სპექტაკლში "მეფე ლირი
თავშესაფარში".
ნომინაცია - საუკეთესო მამაკაცი მსახიობი - წყალტუბოს
სახალხო თეატრის მსახიობს ზურაბ ყურაშვილი დაჯილდოვდა (სპექტაკლი
"ბადიში").
ნომინაცია - „საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესა“ პრიზი რეზო
კლდიაშვი ერგო პიესისთვის "იმერული რეკვიემი".
ლევანდელი ფესტივალი ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო
თეატრის სპექტაკლით "ნოსტრადამუსი"-თ დაიხურა.
ფესტივალზე არ გაცემულა ჯილდო საუკეთესო სპექტაკლისთვის და საუკეთესო
რეჟისურისთვის.
ფესტივალზე საკონკურსო თუ არასაკონკურსო სპექტაკლების ჩათვლით 14
სპექტაკლი იყო წარმოდგენილი.
ფესტივალი "თეატრალური იმერეთი 2021" 17 ივნისს გაიხსნა.
მასში მონაწილეობას იმერეთის სახალხო და პროფესიული თეატრები
იღებდნენ. ასევე მოწვეული დასები.
ფესტივალზე ჩამოსვლას გეგმავდა ლიეტუვასა და პოლონეთის თეატრები,
თუმცა კოვიდრეგულაციების გამო ეს ვერ მოხერხდა.
პროექტს უკვე მეთორმეტე წელია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის
ადმინისტრაცია და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ერთობლივად
ახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები