ახალი ამბები
ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია
FaceBook
12 მაისს ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის დახურვა და დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა.

გამოვლინდნენ გამარჯვებულები. 

მთავარი პრიზი, ანუ "ოქროს დინოზავრი“ პრიზი საუკეთესო ფილმისთვის "ო, დე!"- ს (ფრანგული ფილმი) გადაეცა.  

"ოქროს დინოზავრის" პრიზი საუკეთესო რეჟისურაში გადაეცა ირინე ჟორდანიას, ფილმისთვის "მარქსის ქუჩა 12" (ქართული ფილმი).

განსაკუთრებული ვიზუალური გადაწყვეტისთვის პრიზი გადაეცა იტალიურ ფილმს "ნავსაყუდელი".

(ჟიურის წევრები გახლდნენ: თავმჯდომარე – ლანა ღოღობერიძე, ასევე გელა ბაბლუანი, ალექსეი ბერკოვიჩი, გიორგი შველიძე, ანა კალატოზიშვილი)

ჟიურის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა თორნიკე ბზიავას ფილმი "თევზაობა"

ფესტივალის კინოკრიტიკოსთა დამოუკიდებელმა ჟიურიმ (გოგი გვახარია, ანუკა ლომიძე, სალომე კიკალეიშვილი) გამოავლინა თავისი რჩეული ფილმი – "სამშობლო", ბულგარეთი.

ფესტივალის სუპერ-მოკლე საერთაშორისო ფილმების (1-5 წთ) პროგრამაში (ჟიურის წევრები: ლაშა ცქვიტინიძე, ქეთი ჩხეიძე, მარი გულბიანი) საუკეთესო ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა და "ოქროს ნაკვალევის" პრიზი  ერგო ინდურ ფილმს "კანკალი".

გამომსახველობით თხრობაში შუქ-ჩრდილების განსაკუთრებული შეგრძნებისთვის კინოფესტივალის სტუმარმა და ჟიურის წევრმა, კინოგანათების ტექნიკის კომპანიის "დედო-ვაიგერტის" წარმომადგენელმა ალექსეი ბერკოვიჩმა "დედო-ვაიგერტ ფილმის" განათების აპარატურა გადასცა ჟიურის წევრს კინოოპერატორ გიორგი შველიძეს.

ფესტივალის განმავლობაში გაიმართა "სცენარის განვითარების ვორქშოფი", რომლის ფარგლებშიც გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პარტნიორთა რჩეულები.

"თიბისი კონცეპტის" დაწესებული ფულადი პრემია 1000 ლარი გადაეცა ორ გამარჯვებულს:

იზა თითბერიძეს პროექტით "ჩვენ და ისინი" და ლევან შუბაშვილს პროექტით "თვის ბოლოს".

ფესტივალი 8 მაისს მესხიშვილის თეატრში გაიხსნა ლეო გაბრიაძის ფილმით "ჰარი ჰარალე დედაო" .

ფესტივალმა მიიღო 500-მდე ფილმი მსოფლიოს სხავადასხვა ქვეყნიდან. საკონკურსო ფილმებს შორის არის ფილმები საქართველოდან, საფრანგეთიდან, იაპონიიდან, იტალიიდან, ბრიტანეთიდან, ამერიკიდან, თურქეთიდან, ბელგიიდან, რუსეთიდან, შვეიცარიიდან, ირანიდან, სინგაპურიდან, ესპანეთიდან, პაკისტანიდან, არგენტინიდან, ავსტრალიიდან, ინდოეთიდან, პოლონეთიდან.

ფესტივალის მთავარ კონკურსში (10 დან 30 წთ-მდე) მონაწილეობდა 15 ფილმი.

მეორე კონკურსში (1 დან 5 წუთამდე ფილმები) მონაწილეობდა 26 ფილმი.


ფოტო: ირაკლი ბიგვავა

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.