პანდემიამ და რეგულაციებმა
თეატრები ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა.
Მაგალითად, ავტორებიდან მოითხოვა სპექტაკლების მოკლე ფორმატი. უფრო
ადრე, დრომ და ცხოვრების აჩქარებულმა ტემპმა დააყენა "შორტ"
ფორმატების აუცილებლობა. თანამედროვე ადამიანს არა აქვს არც დრო და
არც მოთმინება დიდხანს უყუროს და ისმინოს ესა თუ ის ისტორია.
კიდევ უფრო ადრე - იმ დიდმა კაცმა, რუსთაველმა "მოკლედ თქმის"
მნიშვნელობასა და უპირატესობას მიუძღვნა მისი დიადი პოემის პროლოგის
მნიშვნელოვანი ნაწილი. მოკლედ თქმა საჭირო ხელობაა და დიდ ოსტატობას
ითხოვს. შესაბამისად Მოკლედ თქმა არ ნიშნავს, ნახევრად თქმას, არც
ფრაგმენტულად თხრობას, როცა სრული ისტორიის მოყოლაზეა მოლოდინი.
Მოკლე სათქმელმა ყველაფერი უნდა ასახოს, მცირე დროში აკუმულირდეს
მთავარი სათქმელი, არ დატოვოს დაუსრულებლობის, მითუმეტეს სიცარიელის
განცდა.
Მოლოდინის დიდი განცდა ახლდა Პანდემიის მიზეზით ერთწლიანი პაუზის
შემდეგ მესხიშვილის თეატრში გამართულ პირველ პრემიერას.
ელენე მაცხონაშვილის "ელისი საოცრებათა ქვეყანაში".
Სპექტაკლის დარბაზში ყურების Მონატრება იმდენად დიდი გახლდათ, რომ
თანამედროვე ადამიანისთვის დამახასიათებელი დროის დეფიციტიც აღარ
მოქმედებდა მაყურებელი სცენიდან ვრცლად მოყოლილ ამბავსაც მიიღებდა
ისე, რომ მოუთმენლობა არ შეაწუხებდა. Მაგრამ ავტორებმა მხოლოდ
ფრაგმენტი შემოგვთავაზეს. Ლამაზი ფრაგმენტი.
უჩვეულო ფორმით თოჯინებისა და ცოცხალი პლანის ერთობით მოყოლილი
ამბავი. ელისის საოცარ მოგზაურობაზე სარკისმიღმეთში. მათემატიკის,
ფიზიკის, სინტაქსის თუ მორალის სხვა კანონებით. Არატიპიური გმირებით,
უცნაური ლოგიკით, მხოლოდ სარკისმიღმეთისთვის ბუნებრივი თამაშის
წესებით. თამაშის ეს წესები რომ გაიგო და მითუმეტეს, რომ აყვე დრო
გჭირდება. Დრო არ ქონდა ელისს. Საოცარ ქვეყანაში Მოვლენები სწრაფად
ვითარდებოდა. დრო არ ქონდა არც მაყურებელს.
იგი პირველ რიგში რეგულაციებმა და მეორე რიგში ავტორებმა შეზღუდეს.
მაყურებელმა ვერ მოსწრო სარკისმიღმეთში გასეირნება და იმ სამყაროს
შეგრძნება, რასაც ქეროლი ან გნებავთ ელენე მაცხონაშვილი გვთავაზობდა.
Რეგულაციების მეტისმეტი ერთგულების თუ სხვა მიზეზების გამო ელისის
სიზმარი მოსალოდნელზე მოკლე დროში გაქრა, ისე რომ არ დატოვა
ემოცია.
Არადა თეატრში ემოციისთვის მიდიხარ. Სიზმარსაც ემოციით
იმახსოვრებ. ელისი ემოციით არ დარჩა მაყურებლის მახსოვრობაში. თუმცა
დაგვამახსოვრდა გზავნილი, რომელიც "აპოლიტიკური" თეატრის სცენიდან
ძალიანაც პოლიტიკურად და დროულად გაჟღერდა.
Როგორი უნდა იყოს ქვეყნის მმართველი? Როგორი და კეთილი და სამართლიანი
- ელისის ბოლო სიტყვა ასეთი იყო.
Მისი დასკვნა, მოგზაურობის, ულოგიკო და უსამართლო კანონებთან შეხების
შემდეგ. Რომელიც სასაცილოა ზღაპარში, ან სიზმარში.
თუმცა ტრაგიკულია რეალურ ცხოვრებაში.
ეს რეალობა დგას. სარკის აქეთ ნამდვილ ცხოვრებაში, ამიტომ
Პასუხისმგებლიანი ავტორი მას გვერდს ვერ აუვლის ვერც ზღაპარში.
Მას გვერდი ვერ აუარა ვერც ელენე მაცხონაშვილმა.
დიდი ავტორების "Სიზმრებმა" უცნაურად და ფატალურად ახდენა იცის.
მასალის გამოყენების პირობები