8-12 მაისს ქუთაისი საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს უმასპინძლებს
15:43 / 24.03.2021
ქუთაისი საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების
ჩვენებისთვის ემზადება.
8-12 მაისს ქალაქი "ოქროს დინოზავრის" ფესტივალს უმასპინძლებს.
ჩვენებები ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება. საკონკურსო პროგრამაში
ორ სხვადასხვა ქრონომეტრაჟის ფილმებს წარმოადგენენ.
როგორც 10-30-წუთიან, ისე 1-5-წუთიან კინოსურათებს. 1-5 წუთამდე
ფილმების პროგრამაში მონაწილეობის მიღება, პროფესიონალებთან ერთად,
მოყვარულებსაც შეეძლებათ.
ფესტივალის ფარგლებში, გარდა ძირითადი საერთაშორისო საკონკურსო
პროგრამისა, ჩატარდება მასტერკლასები, ვორქშოპები, საქართველოს
ფრანგული კინოსკოლის პრეზენტაცია, მსოფლიო და ქართული
მოკლემეტრაჟიანი ფილმების რეტროსპექტივები, შეხვედრები და
დისკუსიები ფილმების ავტორებთან.
ფესტივალის სიმბოლოს ოქროს დინოზავრი
წარმოადგენს. ის არის მთავარი პრიზიც. ფესტივალის რჩეულს კინომცოდნეთა
ჟიური დაასახელებს.
ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების
ფესტივალი გასული წლის ნოემბერში უნდა ჩატარებული, თუმცა,
კორონავირუსის პანდემიის გამო ჩვენებები გადაიდო.
პროექტის მხარდამჭერებია საქართველოს
კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და ქუთაისის მერია.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები