2017 წლის 1 მარტიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩასართავად
სამედიცინო დაწესებულებებისთვის ახალი კრიტერიუმები ამოქმედდება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სელექტიური კონტრაქტირება
განხორციელდება მხოლოდ იმ კლინიკებში, სადაც წელიწადში მინიმუმ 500
მშობიარეა და
რეგიონალიზაციის ფარგლებში შობასთან დაკავშირებით მინიჭებული აქვს
შესაბამისი დონე.
პირველ ეტაპზე ცვლილებები ქუთაისში, თბილისსა და ბათუმში
განხორციელდება.
"ცვლილება სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებებს
შეეხება. პროგრამაში დარჩებიან მხოლოდ ის კლინიკები, რომლებიც ამ ორ
კრიტერიუმს აკმაყოფელებენ., რადგან ამ ქალაქებში უკვე არსებობს 2 ან
მეტი სერვისების მიმწოდებელი დაწესებულება" - აცხადებენ ჯანდაცვის
სამინისტროში.
უწყების ინფორმაციით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ტალღის
ფარგლებში, სელექციური კონტრაქტირება სხვა პროფილის სამედიცინო
დაწესებულებებშიც იგეგმება.
რამდენად ახერხებენ ქუთაისში არსებულ კლინიკებში სამედიცინო
მომსახურების უწყვეტად მიწოდებას პაციენტებისთვის და მზად არიან თუ
არა ახალი რეგულაციებისთვის, ნახეთ ქუთაისიპოსტის მიერ
მომზადებული სტატია.
მასალის გამოყენების პირობები