ახალი ამბები
კომა და შოკი – ექიმის რეკომენდაციები
FaceBook
კომა ეს არის მდგომარეობა, როცა ადამიანი არ რეაგირებს გარეგან გამღიზიანებლებზე და მისი ტვინი მხოლოდ სასიცოცხლოდ აუცილებელი ფუნქციების შესანარჩუნებლად ფუნქციონირებს.

ბევრს ღრმა კომა კლინიკურ სიკვდილში ეშლება.

კლინიკა "ლ.ჯ"–ის კრიტიკული მედიცინის განყოფილების გამგე, ქირურგი პაატა სირბილაძე განმარტავს, რომ კომის დროს ორგანიზმში სისხლის მიმოქცევა და სუნთქვა დამოუკიდებლად ხდება.

"მხოლოდ და მხოლოდ, ცნობადობის გამოთიშვასთან გვაქვს საქმე, ხოლო თუ რამდენ ხანს გაგრძელდება იგი, ამის პროგნოზირება, ჯერჯერობით, შეუძლებელია", – ამბობს პაატა სირბილაძე.

კომა ინსულტის დროს ვითარდება. როდესაც თავის ტვინი ჟანგბადის ნაკლებობის მდგომარეობაში დიდხანს არის, ცნობადობის, ცნობიერების სიკვდილი ხდება, თუმცა ორგანიზმი ჩვეულებრივად ითვისებს საკვებს, მუშაობს გული და პაციენტს სუნთქვაც შეუძლია.

რაც შეეხება შოკს, ამ დროს სისხლის მიმოქცევის ღრმა დარღვევა ხდება. შეიძლება, ადამიანს გულის წასვლა განუვითარდეს, რასაც სამედიცინო ენაზე კოლაფსი ჰქვია და ეს გარდამავალია. გულწასული ადამიანი, შეიძლება, უბრალოდ წამოვაწვინოთ და ჩვეული მდგომარეობა აღუდგეს.

პაატა სირბილაძის განმარტებით, თუ ეს პროცესი სტაბილურია და ასეთ მარტივ მექანიზმზე არ რეაგირებს, მაშინ შეიძლება, განვიხილოთ, რომ საქმე შოკთან გვაქვს.

"შოკს, რა თქმა უნდა, სიკვდილიანობის რისკი გააჩნია, მაგალითად, ტრავმულ, კარდიოგენულ შოკს და ა.შ, მაგრამ სამედიცინო ტექნიკისა და აზროვნების დახვეწასთან ერთად ასეთ მოვლენასთან გამკლავება უფრო და უფრო წარმატებულია", – ამბობს პაატა სირბილაძე.

ქირურგი მისი პრაქტიკიდან ისეთ შემთხვევებს იხსენებს, როცა გამოსავალი ლეტალური უნდა ყოფილიყო, თუმცა მდგომარეობა რადიკალურად გაუმჯობესებულა.

"განცვიფრებული დავრჩენილვარ, თავის ტვინის ღრმა დაზიანებების არსებობის დროს მძიმე მდგომარეობიდან როგორ გამოსულა პაციენტი", – აღნიშნავს ქირურგი.

ტერმინალური მდგომარეობა სხვადასხვა დაავადებების ფონზე შეიძლება აღმოცენდეს. ექიმების ცნობით, ეს შეიძლება, კარდიოგენული შოკის ან ნებისმიერი ინსულტის დროს მოხდეს. მათივე თქმით, მიზეზის დროულად არ გამოვლენის შემთხვევაში, ინსულტის რამდენჯერმე განმეორების რისკი საკმაოდ მაღალია.

"ამ ყველაფრის პრევენციისთვის კი აუცილებელია საზოგადოების განათლების დონის ამაღლება. ინსულტის, ან ტკივილზე დატვირთის დროს, სანამ ინფარქტი განვითარდება, აუცილებლად კარდიოლოგთან უნდა მივიდნენ და სპეციფიური ტესტები ჩაიტარონ", –ამბობს პაატა სირბილაძე.

მისივე თქმით, ტერმინალურ მდგომარეობას თავისი რისკ–ჯგუფები ჰყავს. თავის ტვინის ინფარქტი, უპირველეს ყოვლისა, იმ პაციენტებს უვითარდებათ, რომლებსაც მოციმციმე არითმია აქვთ. ამ დროს სისხლში თრომბის წარმოქმნა ხდება.

"რადგანაც ადამიანებს სუბიექტურად ნაკლებად აწუხებთ ეს პრობლემა, შორეულ პერსპექტივას არ განიხილავენ, რომ ეს, შესაძლოა, მათთვის მომაკვდინებელი აღმოჩნდეს", – აღნიშნავს პაატა სირბილაძე.

სიმსუქნე, მოწევა, შაქრიანი დიაბეტი, არასწორი კვება – ეს ის რისკ–ფაქტორთა ჩამონათვალია, რომელთაც სისხლძარღვოვანი დაავადებების განვითარება შეუძლიათ.

"მოწევა კლავს, როდესაც ვეუბნები პაციენტს, არ სჯერა. ესე იგი, რადგან მომენტალურად არ კლავს, ჰგონია, რომ ეს არ კლავს. მაგრამ მისგან გამოწვეული პრობლემები, რომლებიც ვითარდება სისხლძაღვებსა და ფილტვებში, დროში გაწელილია, თორემ თავისთავად ცხადია, წლების შემდეგ მისთვის ეს მომაკვდინებელი ან დამაინვალიდებელი მაინც იქნება", – ამბობს პაატა სირბილაძე.

მისივე თქმით, გამოსავალი ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაშია. მოსახლეობამ აქცენტი სწორ და ჯანსაღ კვებაზე უნდა გააკეთოს.

ნაკლები სტრესი და მეტი ფიზიკური აქტივობა– ასეთია ექიმის რეკომენდაციები.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.