საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ამქორის" (
UMCOR) მიერ, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ხელშეწყობით და დაფინანსებით ქუთაისში დაარსდა იმერეთის მედიცინის განვითარების ცენტრი -
IMDC – აი ემ დი სი (Imereti Medicine Development Center). ცენტრის მიზანია დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის, მათ შორის კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების, დევნილებისა და სოციალურად დაუცველი ფენების დიაგნოსტიკა და ზედამხედველობა ვირუსულ ჰეპატიტებზე.
ასევე, დასავლეთ საქართველოს, მათ შორის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტურ რეგიონებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის სწავლებები აკრედიტირებული პროგრამებით.
სასწავლო პროგრამა დაფინანსებულია ა.შ.შ. საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების მიერ. პროექტი ,,განათლება ჯანმრთელობისთვის" ფარგლებში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2015 წლის 25 – 26 აპრილს ტარდება კონფლიქტურ რეგიონებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის სწავლება თემაზე: ,,ვირუსული ჰეპატიტების მართვა და ზედამხედველობა" .
სასწავლო პროგრამა მსმენელებისათვის არის უფასო.
ტრეინინგის ჩატარების ადგილი და დრო:
ქუთაისი, მრავალპროფილიანი კლინიკა ,,ლ&ჯ"
მისამართი: ჩეჩელაშვილის ქუჩა N6ა
25.05.2015 წელი - 13:30 – 18:00
26.05.2015 წელი -10:00 – 14:00
მასალის გამოყენების პირობები