C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატის პირველი პარტია საქართველოში მიმდინარე კვირის ბოლოს შემოვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განუცხადა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული პრეპარატებით პირველ რიგში იმ პირთა მკურნალობა დაიწყება, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ყველაზე მძიმეა.
"ხვალ, 21 აპრილს საქართველოს მთავრობასა და კომპანია "გილეადს" შორის ხელი მოეწერება მემორანდუმს. მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ხვალიდან დაიწყება რეალურად უპრეცენდენტო პროექტი, რომლის მიზანიც იქნება ყველა დაავადებულის მკურნალობა. ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩვენ ქვეყანას ასეთი შესაძლებლობა ეძლევა. მიმდინარე კვირის ბოლოს ჩამოვა პრეპარატების პირველი პარტია - 8 ათასი ფლაკონი, რომლითაც პირველ რიგში დავეხმარებით მათ, ვისაც ყველაზე მძიმე მდგომარეობა აქვთ",- განაცხადა დავით სერგეენკომ.
interpressnews.ge
მასალის გამოყენების პირობები