ქუთაისში ოფიცილურად 45 სტომატოლოგიური პროფილის მქონე დაწესებულება ფიქსირდება. აქედან, მონიტორინგი მხოლოდ 18 დაწესებულებაში განხორციელდა.
" ფაქტობრივად, სტომატოლოგიური პროფილის რამდენი დაწესებულებაა ქუთაისში, სააგენტო ამაზე ინფორმაციას არ ფლობს", - განმარტავენ "ქუთაისიპოსტთან" საუბარში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოში.
მათივე თქმით, იმ 18 დაწესებულებაში, სადაც მონიტორინგი განხორციელდა 3 დაწესებულება კომისიას დახვდა დაკეტილი, ხოლო 8 სტომატოლოგიურ დაწესებულებაში საქმიანობას აწარმოებდნენ, სააგენტოსადმი სავალდებულო შეტყობინების გარეშე. სააგენტოს ინფორმაციით, მონიტორინგის მსვლელობისას, იმ დაწესებულებათა თანამშრომლებს, სადაც ინფექციური კონტროლის ღონისძიებები სრულდებოდა არასათანადოდ და/ან არასრულყოფილად, გაეწიათ რეკომენდაციები და მიეთითათ ნორმატიული სახელმძღვანელო - საკანონმდებლო და საინფორმაციო მასალა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სტომატოლოგიური პროფილის დაწესებულებებში ინფექციური კონტროლის მიმართულებით არსებული ვითარების შეფასების მიზნით, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დაევალა მონიტორინგის ჩატარება.
სტომატოლოგიური პროფილის დაწესებულება, მოქმედი კანონმდებლობით ("მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილება) ვალდებულია, უზრუნველყოს მაღალი რისკის
შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტი.
თეკლე მორგოშია
მასალის გამოყენების პირობები