ჯანდაცვა
„ნაწლავური ინფექციები ძალიან ბევრია გარშემო“,- მედიკოსების რეკომენდაციები მოსახლეობას
FaceBook
ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა მედიასთან კურორტებიდან ჩამოტანილ ინფექციურ დაავადებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შემთხვევები საკმაოდ ბევრია.

მისი თქმით, ტურისტულ სეზონთან ერთად იმატებს ნაწლავური ინფექციებით დაავადების რისკი.

„კურორტებიდან დიარეული დაავადებებით ბევრი ადამიანი ბრუნდება. სიმპტომებია: ფაღარათი, გულის რევა, ხშირ შემთხვევაში ტემპერატურაც. ეს ჩვეულებრივი ამბავია, განსაკურებით კი ზაფხულის სეზონზე და განსაკუთრებით კურორტებზე. მიზეზი კი არაერთია. მაგალითად ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ერთად იყრის თავს. ასეთ შემთხვევაში კი, ნაწლავური ინფექციები ადვილად ვრცელდება. მეორე ის, რომ საკვები ქსელები გადატვირთულობის გამო, სანუტარულ-ჰიგიენურ ნორმებს კარგად ვერ იცავენ და სიცხეში საკვებში ადვილად მრავლდება მიკროორგანიზმები,“ – აღნიშნა მაია ბუწაშვილმა.

მისი თქმით, ასეთ დროს ძირითადი რეკომენდაცია ბევრი რაოდენობით სითხის მიღებაა.

„რეკომენდაცია, რომ როდესაც კურორტზე ვიმყოფებით, მივიღოთ ბოთლის წყალი ან დარწმუნებულები ვიყოთ წყლის სისუფთავეში. ამასთან, მოერიდეთ ისეთ პროდუქტს, რომლის სისუფთავეშიც არ ხართ დარწმუნებული, მაგალითად სალათები. როდესაც გადატვირთულია კვების ობიექტები, მათი რეცხვა ბოლომდე კარგად არ ხდება. თუ თერმულად არის დამუშავებული ახალმომზადებული საკვები, ის უფრო უსაფრთხოა.

თუ უკვე დიარეაა და ღებინება, ამ დროს ადამიანი უნდა მოერიდოს ხილს და ბოსტნეულს, მხოლოდ მოხარშული საკვები უნდა მიიღოს, ასევე უნდა მოერიდოს ხილის წვენს, სითხე უნდა მიიღოს დიდი რაოდენობით“,- განმარტა ინფექციონისტმა.

მან ანტიბიოტიკებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელსაც ადამიანები თვითნებურად, ერთმანეთის რჩევით იღებენ.

„ბევრი ადამიანი იწყებს თვითნებურად ანტიბიოტიკების ჯგუფის მედიკამენტის მიღებას, ეს არასწორია. დიარეული დაავადებების დროს ანტიბიოტიკები ხშირად სიტუაციას ართულებს, ამიტომ თვითმკურნალობა არ შეიძლება. ამ დროს ბევრი სითხის მიღებაა გამოსავალი. თუ ბავშვი, ან ხანდაზმული ძნელად საკონტაქტოა და ძილიანობაა მომატებული, ექიმი და ჰოსპიტალიზაციაა საჭირო", - განმარტა მაია ბუწაშვილმა.

მისივე თქმით, რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინების გამო, ქვეყანაში მთავარ საფრთხედ რჩება აივ ინფექციაც. ამიტომ, ინფექციონისტი მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ, ხელისუფლებას კი მიგრანტებისთვის ტესტირების შეთავაზების დანერგვისკენ მოუწოდებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის განმარტებით, იმერეთში
ვირუსების გავრცელების კუთხით  საგანგაშო ვითარება არ
გვაქვს.
15:22 / 22.01.2024

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის განმარტებით, იმერეთში ვირუსების გავრცელების კუთხით  საგანგაშო ვითარება არ გვაქვს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განმარტებით, ქვეყანაში,
ამ დროისთვის, 21 ვირუსზე აქვთ მეთვალყურეობა.
11:33 / 10.01.2024
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განმარტებით, ქვეყანაში, ამ დროისთვის, 21 ვირუსზე აქვთ მეთვალყურეობა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.