საქართველოში, კორონავირუსის ახალი შტამის, EG.5-ის არც ერთი
შემთხვევა არ არის დადასტურებული - ამის შესახებ ინფორმაციას
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის ავრცელებს.
NCDC-ის ცნობით, ვირუსის ახალ ვარიანტებზე ლაბორატორიულ
ზედამხედველობას მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი აწარმოებს.
" მხოლოდ ჩვენს ცენტრს აქვთ ვირუსის ახალი ვარიანტების დადასტურების
შესაძლებლობა და
კერძო ლაბორატორიების მხრიდან, ახალი შტამის დადასტურების შესახებ,
ინფორმაცია გაზიარებული არ ყოფილა.
ცენტრი აქტიურად აგრძელებს დაკვირვებას ქვეყანაში კოვიდ-19-ის
მოცირკულირე ვარიანტების, ისევე როგორც სხვა ვირუსების
გავრცელებაზე.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსის EG.5
შტამი არ იწვევს "ომიკრონის" ამჟამად გავრცელებული შტამისგან
განსხვავებული სიმპტომების, ან - მძიმე დაავადების განვითარებას.
ამდენად, იგი არ საჭიროებს განსხვავებულ რეაგირებას და იმართება
სტანდარტული პროტოკოლებით", - აღნიშნულია NCDC-ის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები