ახალი ამბები
შემოტანილ მედიკამენტებზე კარგი საწარმოო გამოცდილება სავალდებულო იქნება - ცვლილება კანონპროექტში
FaceBook
საქართველოს მთავრობის ინიციატივით „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის.
ცვლილებების პროექტზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილი კანონპროექტით, ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა და იმპორტირებულ პროდუქციაზე კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) დანერგვა იგეგმება.

„კანონპროექტი იმპორტირებულ პროდუქციაზე კარგი საწარმოო პრაქტიკის სტანდარტების დანერგვას ითვალისწინებს. ჯანდაცვის სამინისტრომ იმპორტირებულ პროდუქტებზე კარგი საწარმოო პრაქტიკის მოთხოვნის აუცილებლობა უკვე განიხილა, რაც ხარისხიანი მედიკამენტების ხელმისაწვდომობას ისახავს მიზნად.

კანონპროექტის მთავარი არსი, იმპორტირებულ პროდუქტზე GMP-ის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოთხოვნას ითვალისწინებს, რაც კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციასაც წარმოადგენს, რათა ადგილობრივი და იმპორტირებული პროდუქცია თანაბარ პირობებში ჩადგეს“
, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის პირველი მოადგილის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა 2022 წლის 1 მარტამდე იმპორტირებულ პროდუქტზე GMP-ის დაშვების ეტაპებს წარმოადგენს, რაც უკვე არსებულ იმპორტირებულ პროდუქტებზე GMP-ის მოთხოვნებს და ვადებს მოაწესრიგებს.

კანონპროექტთან დაკავშირებით სხდომათა დარბაზში დეპუტატების მხრიდან განსხვავებული მოსაზრებები გამოითქვა. ცვლილებების პროექტზე შეფასებები საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლებმა გამოთქვეს.

საკითხის განხილვის შემდეგ, პარლამენტმა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის კანონპროექტი, პირველი მოსმენით, 76 ხმით, 2-ის წინააღმდეგ მიიღო.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.