ჯანდაცვა
,,ყელის ძლიერი ტკივილი'' - უცხოელი ექიმები ომიკრონის სიმპტომებზე საუბრობენ
FaceBook
ამერიკელი, ნორვეგიელი და სამხრეთ აფრიკელი ექიმები ომიკრონის პირველ სიმპტომებზე საუბრობენ.
ექიმების თქმით, პაციენტების უმეტესობას ყლაპვის დროს ყელში ძლიერი ტკივილი აქვს.

ბრიტანელი ექიმის რაიან ნოაქის თქმით, ყელის ტკივილს ცხვირის გაჭედვა და მშრალი ხველა მოჰყვება. ბრიტანეთში - ყელის ტკივილი ომიკრონისთვის მკვეთრად არის დამახასიათებელი.

აპლიკაციის Zoe COVID Symptom Study-ს მონაცემების მიხედვით, დიდ ბრიტანეთში, პაციენტების უმრავლესობისთვის ყელის ტკივილი არის ომიკრონის პირველი სიმპტომი.

სამხრეთ აფრიკის უმსხვილესი სადაზღვევო კერძო კომპანიის, Discovery Health-ის ხელმძღვანელმა, რაიან ნოაქმა განაცხადა, რომ პაციენტები ომიკრონის პირველ სიმპტომად ყელის ტკივილის ასახელებენ, რასაც, შემდგომში ცხვირის გაჭედვა და მშრალი ხველა მოჰყვებოდა.


ამერიკელი ექიმი ხორხე მორენო ამბობს, რომ პაციენტები, რომლებიც მას კლინიკაში მიმართავენ, ვაქცინირებულები არიან, რაც კოვიდის მსუბუქ მიმდინარეობას განაპირობებს.

"მათთვის, ვინც ბუსტერი გაიკეთა, ომიკრონი არის თითქმის გაციების მსგავსი - ყელის ტკივილით. რამდენიმე დღის შემდეგ მათ უკვე შეუძლიათ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ"
- ამბობს მორენო.

ომიკრონის მსგავსად ყელის ტკივილი დელტასთვისაც არის დამახასიათებელი, ომიკრონის შემთხვევაში ეს სიმპტომი უფრო ფართოდ არის გავრცელებული. როგორც ვირუსოლოგები ამბობენ, სხვა შტამებისგან განსხვავებით, ომიკრონის დროს გემოსა და სუნს, უმეტესად, არ კარგავენ.

საქართველოში ომიკრონის პირველი შემთხვევა 20 დეკემბერს დაფიქსირდა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ომიკრონი განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება და გარკვეულწილად, იმუნიტეტის გვერდის ავლა ახასიათებს. დარგის სპეციალისტების მიერ ახალ შტამზე დაკვირვება აქტიურად მიმდინარეობს და მის შესახებ ინფორმაცია მუდმივად განახლებადია.

ახალ შტამთან ბრძოლის მეთოდები დროული ვაქცინაცია, ბუსტერ-დოზის გაკეთება, ნიღაბის ტარება და სხვა პროფილაქტიკური ღონისძიებების მკაცრი დაცვაა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის განმარტებით, იმერეთში
ვირუსების გავრცელების კუთხით  საგანგაშო ვითარება არ
გვაქვს.
15:22 / 22.01.2024

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის განმარტებით, იმერეთში ვირუსების გავრცელების კუთხით  საგანგაშო ვითარება არ გვაქვს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განმარტებით, ქვეყანაში,
ამ დროისთვის, 21 ვირუსზე აქვთ მეთვალყურეობა.
11:33 / 10.01.2024
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განმარტებით, ქვეყანაში, ამ დროისთვის, 21 ვირუსზე აქვთ მეთვალყურეობა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.