ჯანდაცვა
რამდენად გვიცავს მრავალჯერადი ნიღბები (ფოტო)
FaceBook
პანდემიურ პირობებში ადამიანები თავის დაცვას პირბადეებით ცდილობენ, თუმცა ვირუსებისგან სრული დაცვის უნარი ყველა სახეობის პირბადეს არ გააჩნია.


ეპიდემიოლოგების რჩევის მიუხედავად, რომ ნიღბები მხოლოდ ინფექციის მატარებლებმა ატარონ, უმრავლესობა ქუჩაში სამედიცინო, ადგილობრივი წარმოების, თვითნაკეთი, თუ კერძო პირების მიერ წარმოებული ე.წ. ფერადი მრავალჯერადებით გადაადგილდება.

ქუთაისში ყველაზე ხშირად ე.წ. ფერადი მრავალჯერადებით შეიარაღებულ მოქალაქეებს ნახავთ.

საუბარია თვითნებურად, კერძო პირების მიერ შეკერილ მრავალჯერადებზე, საყოველთაო კარანტინის გამოცხადებამდე ქუთაისის ბაზრობებსა და მაღაზიებში რომ გაიყიდა.  არ ისე იაფად.

ე.წ. სილიკონის ქსოვილისგან შეკერილი ორშრიანი ნიღბები ძირითადად, კერძო მკერავებთან დაკვეთით შეიკერა. შემდეგ გავრცელდა დახლებსა და მაღაზიებში.

,,ქარვასლაში ვიყიდე შვიდ ლარად. მარტო მე კიარა მთელი რიგი იდგა, ზოგი ლურჯს ითხოვდა, ზოგი წითელს. ყველაზე პოპულარული შავი იყო. მეც შავი მაქვს," - ნათიასავით მაღაზიაში მოიმარაგეს პირბადეები სხვებმაც.  თუმცა რამდენად იცავს ვირუსებისგან, კონრეტულად კი კორონავირუსისგან ხსენებული ნიღბები, ეს აზრთა სხვადასხვაობის საგანია.



პოპულარული შავი პირბადე 















,,ადამიანებს არასწორად დაცულობის შეგრძნება უჩნდება, მაშინ როდესაც კერძო პირების მიერ წარმოებული პირბადე 0%-ით იცავს ვირუსებისგან და კონკრეტულად Covid 19-სგან," - ამბობს  ადილარ ლიპარტელიანი, კრიტიკული და გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტი. 

,,ქუთაისიპოსტი" ასევე გთავაზობთ მის მიერ მოწოდებულ ფოტოს, სადაც ნაჩვენებია სხვადასხვა ტიპის ნიღბები, დაცვის პროცენტული მაჩვენებლებით: 




მრავალჯერადი პირბადებიის ეფექტურობის შესახებ, ,,ქუთაისიპოსტმა" კითხვით მიმართა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსაც.  

როგორც ცენტრის ბიოუსაფრთხოების სამმართველოს უფროსი, გელა მგელაძე გვეუბნება,  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მრავალჯერადი პირბადეების გამოიყენებას არ კრძალავს. 

,,ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მსოფლიოში არსებული დეფიციტის ამოვსების გამო დაუშვა ამ მრავალჯერადი პირბადეების არსებობა.
ჩვენთან რამდენიმემ მოიტანა კიდეც თავიანთი დამზადებული ნიღბები.  ზოგს ჰქონდა ხარვეზი და მივეცით რეკომენდაცია. ზოგმა არ მოიტანა. ასეთ პირობებში,ზუსტად ვერ მოხერხდება ამის კონტროლი.  შემიძლია ის გითხრათ, მრავალჯერადი პირბადით გარკვეულწილად რომ იყოს ადამიანი დაცული მინიმუმ სამ შრისგან უნდა იყოს დამზადებული," - ამბობს მგელაძე.

მისივე ინფორმაციით, ჰაერ-წვეთოვანი ინფექციებისგან დაცვის უნარი ნამდვილად გააჩნია იმ მრავალჯერად ნიღბებს, რომლებიც სახელმწიფოს დაკვეთით საქართველოში იკერება. 

,,ეს ნიღბები დოლბანდის 12 შრისგან შედგება. ანუ მისი ეფექტურობა ამ შრეების რაოდენობის მიხედვით არის განსაზღვრული. ამიტომაც იმ მოთხოვნებს, რომელიც არსებობს ნიღბების მიმართ, აბსოლუტურად აკმაყოფილებს . ამასთანავე, მისი გამოყენება რამდენიმეჯერ შეიძლება," - აცხადებს გელა მგელაძე.

მრავალჯერად ნიღბებს მოხმარების წესებიც გააჩნია. საუბარია იმაზე, რომ პირბადე გამოყენების შემდეგ სარეცხი საშუალებით ცხელ წყალში უნდა გაირეცხოს,  შემდეგ დაუთოვდეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ნაჭრის ნიღბები მიკროსკოპული ნაწილაკებისგან ვერ დაგვიცავს, თუმცა მისი ტარებით შესაძლოა თავი ავარიდოთ ინფექციის გავრცელებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამით შეგვიძლია შევაჩეროთ ინფიცირებული ნაწილაკების გადაცემა სხვებზე, იმ შემთხვევაში თუ თავად ვართ ვირუსის მატარებლები და ჯერ ეს არ ვიცით.




ქირურგიული ნიღაბი




ჩვეულებრივ, ქირურგიულ ნიღბის დანიშნულებაა შეაკავოს ნერწყვისა და ხველებისგან წრმოშობილი წვეთების გადაცემა ერთი პირისგან მეორეზე, ან საგნებზე. აქედან გამომდინარე, მისი დანიშნულებაა, შეაჩეროს მიკრობების გადაცემა. (სწორედ ამ მიზეზით ურჩევენ ეპიდემიოლოგები სამედიცინო ნიღბის ტარებას ვირუსით დაავადებულებს) გარდა ამისა ქირურგიული ნიღაბი ყოველ ორ საატში საჭიროებს გამოცვლას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას დაცვითი უნარი არ გაააჩნია.


სასუნთქი გზების დამცავი რესპირატორი



რესპირატორი N95 ყველაზე ძლიერი დაცვით გამოირჩევა. ჯანდაცის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით ის სახიფათო ნაწილაკებს 95 პროცენტით აკავებს. თუმცა მათივე თქმით რესპირატორების ტარება ექიმებს და სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებს ევალებათ.


რადგან
პანდემიურ პირობებში სწორედ მათ უწევთ ყველაზე ხშირი შეხება ინფიცირებულ ადამაინებთან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ასევე მოუწოდა მოსახლეობას თავი შეიკავონ ასეთი ტიპის ნიღბების შეძენისგან, ისედაც დეფიციტად ქცეული ნიღბები სრულიად ხელმიუწვდომელი რომ არ გახდეს ექიმებისთვის, რომლებიც მუშაობენ ადამიანების გადასარჩენად.


ნიღაბი ფარი

ფარის ტიპის ნიღბით ადმაიანი უხილაფი სახიფათო შხეფებისგან მთელი სახის დაცვას ახერხებს. თუმცა როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ აუცილებელია ფართან ერთად დამცავი ქსოვილის ნიღბის გაკეთებაც. 

ფარი მრავალჯერადი გამოყენებისაა და მისი გაწმენდა შესაძლებელია.

ნიღბების მრავალსახეობების, ჩამოთვლილი ფაქტებისა და რეკომენდაციებისა თუ აზრთა სხვადასხვაობის ფონზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ახალი კორონავირუსის თავიდან აცილების ყველაზე ეფექტიანი საშუალება მაინც ხელების საპნით ხშირად დაბანა და სპირტის შემცველი ხსნარით დამუშავებაა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის განმარტებით, იმერეთში
ვირუსების გავრცელების კუთხით  საგანგაშო ვითარება არ
გვაქვს.
15:22 / 22.01.2024

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის განმარტებით, იმერეთში ვირუსების გავრცელების კუთხით  საგანგაშო ვითარება არ გვაქვს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განმარტებით, ქვეყანაში,
ამ დროისთვის, 21 ვირუსზე აქვთ მეთვალყურეობა.
11:33 / 10.01.2024
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განმარტებით, ქვეყანაში, ამ დროისთვის, 21 ვირუსზე აქვთ მეთვალყურეობა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.