ენდოკრინლოგის რჩევით, როდესაც, დღის მენიუ არ არის გაჯერებული ნახშირწყლებითა და ცხიმით მდიდარი პროდუქტებით, რეკომენდირებულია განტვირთვის დღე ყოველ 10 დღეში მოეწყოს
ადამიანის ორგანიზმი მუდმივად ასრულებს გობენრივ ან ფიზიკურ სამუშაოს. ორგანიზმში ძილის დროსაც არ წყდება უჯრედების განახლების პროცესი. სპეციალიტების განმარტებით, ორგანიზმს მუდმივად სჭირდება დამხმარე ნივთიერებები, რომელიც შეიძლება საკვების სახით მიიღონ.
სპეციალისტთა თქმით, კვებისთვის რაციონის და დროის გადანაწილების დროს ერთ-ერთ მთავარ პრობლემად განიხილება შემცირებული ჯერადობით საკვების მიღება. ექიმი ენდოკრინოლოგი ეთერ ვაჭარაძე ამბობს, რომ ასეთი კვების რეჟიმს ძირითადად დაბალი ასაკის და მდედრობითი სქესის წარმომადგენლები მიმართავენ.
"ისინი მიმართავენ თვითნებურ, ეგრეთწოდებულ "დიეტას", რომელიც გულისხმობს ერთჯერად კვებას დღის მანძილზე, რაც არათუ გარანტია წონის კლების და მითუმეტეს ჯანმრთელი ცხოვრების, პირიქით, ეს არის ერთ-ერთი განმაპირობებელი, საბოლოოდ სხეულის მასის ინდექსის მატებისა და სიმსუქნის ჩამოყალილებების. სწორი კვების რეჟიმის არ არსებობა, სხვა განმაპირობებელ რისკ-ფაქტორებთან ერთად არის სიმსუქნის ჩამოყალიბების ხელშემწყობი, ისევე როგორც გენეტიკური წინასწარგანწყობა, სტრესი, ჰიპოდინამიური ცხოვრების რიტმი, მაღალ კალორიული, ემულგატორებით გაჯერებული საკვები პროდუქტები,"- ამბობს ეთერ ვაჭარაძე.
ექიმი ენდოკრინოლოგის თქმით, გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო ადამიანები ხშირად მიმართავენ სწრაფი კვების ობიექტებს. ამ დროს კი ადამიანის ორგანიზმი იღებს მხოლოდ ცხიმებით და ნახშირწყლებით გაჯერებულ საკვებს, რაც ორგანიზმისთვის არ არის საკმარისი.
"ბალანსირებული კვების დროს დღის რაციონი, რომელიც შეიცავს სხეულის მასის ინდექსის გათვალისწინებით ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, უჯრედისის განსაზღვრულ რაოდენობას, აუცილებელ პირობას წარმოადგენს,რომ ისინი უნდა იქნეს გადანაწილებული დღის მანძილზე 4-5 ჯერად მიღებაზე, თითოეულ კვებას შორის 3- 3,5 საათის ინტერვალის დაცვით. დილის საუზმე, რომელიც შესაძლოა იყოს ინდივიდუალური, იწყება დილის 8-დან-10 საათამდე და შესაბამისად დღის მენიუ სრულდება ბოლო კვებით, საღამოს 19-20 საათზე, ძილის ფაზის დადგომამდე 4 საათით ადრე,"-ამბობს ენდოკრინოლოგი.
ექიმი ენდოკრინოლოგ ეთერ ვაჭარაძის განმარტებით, კვების რაციონის განსაზღვრის დროს გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ კვებასა და კვებას შორის არ არის სასურველი დამატებითი პროდუქტების მიღება, რადგან ეს უკვე არღვევს კვების რეჟიმს დღის მანძილზე. ენდროკრინოლიგის თქმით, გარდა იმისა, რომ კვების რაციონის დარღვევა წონის მატების რისკის შემცველია, ის ასევე ხელს უწყობს განვითარდეს აბდომინალური (მუცლისმხრივი) სიმსუქნე, რომელიც ასოცირებულია ინსულინორეზისტენტობასთან (მდგომარეობა, რომლის დროსაც უჯრედები სათანადოდ არ რეაგირებენ ინსულინზე, შესაბამისად გლუკოზა ვეღარ ახერხებს უჯრედში მარტივად შეღწევას.)
"რეპროდუქციული ასაკის მქონე ქალბატონებში ინსულინორეზისტენტობა კი კავშირშია ხშირად უშვილობასთან, პათოლოგიურ გათმიანებასთან, მენსტრუალური ციკლის დარღვევასთან, მამაკაცებში ლიბიდოს დაქვეითებასთან და ა. შ. ხოლო ასაკის მატებასთან ერთად ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ძვრები, ხშირად ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს ისეთი ენდოკრინული პათოლოგიის ჩამოყალიბებაში, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი ტიპი2. დარღვევით," - ამბობს ეთერ ვაჭარაძე.
კვების რეჟიმის დარღვევის გამო, სტატისტიკური მონაცემებიდან გამომდინარე, აღნიშნული დაავადების ახალი შემთხევევების დიაგნოსტირება საკმაოდ მაღალ ციფრს ითვლის. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ დაავადების დიაგნოსტირება უკვე ბავშვთა ასაკშიც გახშირდა.
"სწორი კვება გულისხმობს იმ აუცილებელ საკვებ პროდუქტებს, როგორიცაა ცილოვანი-რძის და ხორცის უცხიმო პროდუქტები, ( ხაჭო , მაწონი, კეფირი, ყველი,) ხორცის ( ქათმის, ინდაურის, ხბოს, საქონლის, თევზი), ასევე, რთული ნახშირწყლები( მარცვლეულის პროდუქტები- პური 200 გრ) მარტივი ნახშირწყლებიდან ხილის ზოგიერთი სახეობა, ბოსტნეული, რადგან ორგანიზმს ნორმალური ცხოველქმედებისათვის ესაჭიროება ვიტამინები, მიკროელემენტები, ცილები, ნახშირწყლები და ცხიმების შეზღუდული რაოდენობამ" - ამბობს ეთერ ვაჭარაძე.
ენდოკრინლოგის რჩევით, როდესაც, დღის მენიუ არ არის გაჯერებული ნახშირწყლებითა და ცხიმით მდიდარი პროდუქტებით, რეკომენდირებულია განტვირთვის დღე ყოველ 10 დღეში მოეწყოს, ხოლო როდესაც დღის რაციონი მკვეთრად დატვირთულია, შესაძლოა მივმართოთ მას ყოველ კვირაში. მაგრამ, განტვირთვის დღე არ გულისხმობს სრულ შიმშილს. ენდოკრინოლოგ ეთერ ვაჭარაძის თქმით, აუცილებელია აღნიშნულ დღეებში სითხესთან ერთად მიღებულ იქნას სხვა სახის პროდუქტები, მაგალითად ცილოვანი ( ხორცი, რძის პროდუქტები), ნახშირწყლოვანი ( ხილი).
სპეციალისტების თქმით, სწორი კვების რაციონი გულისხმობს წყლის მიღებას დღის მანძილზე. ჯანმრთელმა პირმა დაახლოვებით 1,5 ლ სითხე უნდა მიიღოს, რათა ორგანიზმი არ განიცდიდეს წყლის დეფიციტს და ნორმალურად შეასრულოს ნივთირებათა ცვლის პროცესი. გასათვალისწინებელია ასაკი და ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები.
ბაია მიქაბერიძე
მასალის გამოყენების პირობები