ჯანდაცვა
ლარის გაუფასურების გამო, შესაძლოა, წამლები ისევ გაძვირდეს
FaceBook
ეროვნული ვალუტის გაუფასურება მედიკამენტების ფასებს, შესაძლოა, კიდევ ერთხელ შეეხოს.

მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს ფასების გაძვირება ჯანდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა, თუმცა, მაშინ ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 2,01 ლარს შეადგენდა, ევროს მიმართ კი 2, 27 იყო. დღეს კი ერთი დოლარი 2,14 ლარია, ევრო კი 2,44.

მიუხედავად იმისა, რომ ფარმაცევტული კომპანიები წამლებს ძირითადად ევროში ყიდულობენ, კომპანიების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ თუ ლარის გაუფასურება გაგრძელდება მედიკამენტების ფასები გაიზრდება.

კომპანია "პე-ეს-პეს" დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი "კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, ლარი არამარტო დოლართან, არამედ უკვე ევროსთანაც უფასურდება, ამიტომ ფასების მატება ინფლაციის გაგრძელების შემთხვევაში მოსალოდნელია. მისივე თქმით, თუ ლარის კურსმა 2,20-ს მიაღწია, ფასები წამლებზე პირდაპირპროპორციულად მოიმატებს.

"არანაირი რეზერვი დარიცხვებში კომპანიებს და მწარმოებლებს აღარ ექნებათ და დაიწყებს გაძვირებას",- აცხადებს ოქრიაშვილი.

თუმცა, ოქრიაშვილი ამ ეტაპზე ფასების მატებას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ინფორმაცია, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა სიმართლეს არ შეესაბამება.

მისივე თქმით, "პე-ეს-პე" წამლებს იმის ხარჯზე არ აძვირებს, რომ მწარმოებლებისგან დამატებით 5%-7%-10%-იანი ფასდაკლებები მოიპოვა.

ლარის დევალვაციის გაგრძელების შემთხვევაში ფასების მატებას ვარაუდობენ კომპანია "ავერსშიც". კომპანიაში აცხადებენ, რომ კრიტიკული ზღვარი, რომლის გადაცდომის შემთხვევაშიც წამლები გაძვირდება დადგენილი არ აქვთ.

"სიტუაცია არის საკმაოდ რთული. თუ ლარი არ დასტაბილურდა, სავარაუდოდ, გაძვირდება მედიკამენტები. მედიკამენტების უმრავლესობა შემოგვაქვს ევროთი და ვცდილობთ, რომ მომწოდებლებისგან, რომლებისგანაც წამლებს დოლარში ვყიდულობთ, გარკვეული ფასდაკლება მივიღოთ",- აცხადებენ "ავერსში" და აღნიშნავენ, რომ ფასებს ამ ფასდაკლებების ხარჯზე ინარჩუნებენ.

თითქმის ყველა მედიკამენტის ჯგუფზე ფასების მატებას ადასტურებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია. თუმცა, მისი თქმით, ფასები ძირითადად გაზრდილია იმ მედიკამენტებზე, რომლებსაც დოლარში ყიდულობენ და რომელსაც ქართულ ფარმაცევტულ ბაზრაზე 20%-25% უჭირავს. კვარაცხელიას განმარტებით საშუალოდ ფასებმა 8%-10%-ით მოიმატა.

რამდენიმე კვირის წინ ლარის გაუფასურების გამო ჯანდაცვის სამინისტრო არსებულ ვითარებაში ჩარევაზე ფიქრობდა. საჭიროა თუ არა დღეს ამ გადაწყვეტილების მიღება?

მინისტრის მოადგილის ვალერი კვარაცხელიას თქმით, სამინისტრო იმ შემთხვევაში ჩაერევა, თუ წამლების ხელმისაწვდომობა მკვეთრად შეზღუდული იქნება მოსახლეობისთვის, თუმცა, დადგენილი კრიტიკული ზღვარი, რის შემდეგაც სამინისტრო იმოქმედებს, არ არსებობს.

როგორი ტიპის ჩარევა მოხდება სახელმწიფოს მხრიდან, ეს უცნობია, რადგანაც ჯანდაცვის სამინისტროს წამლების ფასების რეგულირების შესაძლებლობა არ აქვს.

"მე არ მინდა, რომ სირაქლემას პოზიციაში ვიყოთ და ვთქვათ, რომ არ გაძვირებულა მედიკამენტები. დიახ, გაძვირდა, მაგრამ ამას ვაკონტროლებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რაც არის ჩვენი მიმართულებით გასაკეთებელი",- აცხადებს ვალერი კვარაცხელია.

მისივე თქმით, ფასების მატება თითქმის ყველა ჯგუფზე ფიქსირდება და ერთი გამოკვეთილი მიმართულება არ არსებობს.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მომდევნო კვირიდან რიგი კომპანიები რეზერვების გამოშვებასა და მედიკამენტების გარკვეულ ჯგუფებზე ფასის დაწევას აპირებენ.

ვალერი კვარაცხელია აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში "ფარმაცევტული დისტრიბუტორების ასოციაცია" წამლების ფასებთან დაკავშირებით კვლევის ჩატარებას გეგმას, რის შემედეგაც უფრო საფუძვლიანი ანალიზი იქნება შესაძლებელი.

"მათვე მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ჩვენთან გაცილებით ნაკლებად არის გაძვირებული მედიკამენტები, ვიდრე ირგვლივ მდებარე ქვეყნებში",- აცხადებს ვალერი კვარაცხელია.

commersant.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის განმარტებით, იმერეთში
ვირუსების გავრცელების კუთხით  საგანგაშო ვითარება არ
გვაქვს.
15:22 / 22.01.2024

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის განმარტებით, იმერეთში ვირუსების გავრცელების კუთხით  საგანგაშო ვითარება არ გვაქვს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განმარტებით, ქვეყანაში,
ამ დროისთვის, 21 ვირუსზე აქვთ მეთვალყურეობა.
11:33 / 10.01.2024
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განმარტებით, ქვეყანაში, ამ დროისთვის, 21 ვირუსზე აქვთ მეთვალყურეობა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.