გრიპის სეზონთან ერთად, ვირუსული ინფექციის გადადების შანსებიც
იზრდება.
ვირუსების მიმართ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდ აგამოიჩინონ
ორსულებმა, ასაკოვანმა და ქრონიკული დააავადებების მქონე ადამიანებმა,
რადგან მათი ორგანიზმის იმუნიტეტი დაბალია.
იმისთვის, რომ თავიდან
აირიდოთ გრიპი, არსებობს გარკვეული წესები, რომლებიც უნდა
დაიცვათ:
მოერიდეთ მასიური თავშეყრის ადგილებს.
როგორც ჯანმრთელებმა, ასევე გრიპით დაავადებულმა პირებმა,
შეძლებისდაგვარად ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და გამდინარე წყლით,
ან დაიმუშავეთ ანტიბაქტერიული ჟელეთი.
რაც შეიძლება ხშირად გაანიავეთ საცხოვრებელი ადგილი, ოფისი, სამუშაო
ოთახი და დაალაგეთ სველი წესით.
გრიპით დაავადებულთან კონტაქტის დროს გაიკეთეთ ნიღაბი.
იმუნიტეტის გასაძლიერებლად მიირთვით ვიტამინებით მდიდარი საკვები.
იმ შემთხვევაში თუ გრიპი მაინც დაგემართებათ ის შემდეგი სიმპტომებით
უნდა ამოიცნოთ:
მაღალი ტემპერატურა. თავის, კუნთების, სახსრებისა და ყელის
ტკივილი. სუნთქვის გართულება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს
ციანოზი. სისხლიანი ნახველი, ლეთარგია (მოთენთილობა,
უმოქმედობა).
გრიპის სიმპტომების დაფიქსირებისთანავე, უმჯობესია პაციენტმა
დაუყონებლივ მიმართოს ექიმს.
ამავე თემაზე:
როგორ გამოვიცნოთ გრიპის
სიმპტომები
მასალის გამოყენების პირობები