აივ/შიდსთან ბრძოლამ შედეგები გამოიღო.
აივ/შიდსი ამოგდებულია მომაკვდინებელ დაავადებათა სიიდან და გადასულია
ქრონიკულ დაავადებათა სიაში.
რამდენიმე წელია აივ/ინფექცია აღარ ითვლება სასიკვდილო განაჩენად,
თუმცა საქართველოში მის მიმართ დამოკიდებულება კვლავ მძიმე რჩება.
"აივზე დადებითი პასუხის შემდეგ საქართველოში ადამიანი იმაზე მეტად
არის შეშინებული ვიდრე უნდა იყოს. ძნელია ამ ამბის მიღება, იმის
გააზრება რომ უკურნებელი სენი გჭირს რთული სატარებელია, მაგრამ რატომ
ვეჩვევით და ვიღებთ იოლად ცნობას დიაბეტის შესახებ და ვერ ვიღებთ
აივ/შიდსზე? იმიტომ რომ ნაკლები იმფორმაციაა", - ამბობს ორგანიზაციის
"ახალი გზა" ფსიქოლოგი დავით ფორჩხიძე.
ამის ერთ- ერთ მიზეზად გასული საუკუნის 90-იან წლებში დანერგილი
ისტერიული ფორმა გახდა. "შიდსი კლავს!" - ეს მესიჯები იყო ყველგან. ეს
ხატი ჩარჩა გონებაში და საქართველოში ამ დრომდე ვერ განეიტრალდა,
აღნიშნავენ სპეციალისტები.
"შიდსი არ არის სასიკვდილო დაავადება, იგი ქრონიკული დაავადებაა.
სრულად მორჩენის შანსი არ არის, მაგრამ, თუკი ამ ინფექციის მატარებელი
ივლის ექიმთან, -ჯანმრთელ შვილებს გააჩენს, ასევე გაქრება გადადების
შანსი, იმიტომ რომ სრულიად მართვადი დაავადებაა,"- ამბობს "ახალი
გზის" ქუთაისის ცენტრის კოორდინატორი ზაზა ქარჩხაძე.
მიუხედავად მრავალნაირი ფილმის, ლიტერატურის, საიტის არსებობისა
საქართველოში აივ/შიდსზე ინფორმაციის მიღება და გააზრება ძნელად ხდება
როგორც ზრდასრულებში ისე მოზარდებში.
"ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება ინფორმაცია რომ პრეზერვატივია საჭირო,
მიუხედავად ამისა ბევრი ამბობს ,რომ არ იყენებს, შემდეგ გაიგებენ რომ
ვიღაც დაინფიცირდა და ატყდება პანიკა. უფროსებს მოზარდებთანაც არ
უნდათ ამაზე საუბარი. მაგრამ თვალისა და ყურის არიდება არ შეიძლება
მხოლოდ იმიტომ, რომ გეშინია და გრცხვენია. რა ურჩევნია 14 წლის ასაკში
დაორსულდეს და 18 წლის ასაკში დაინფიცირდეს? მაგრამ ამაზე არ
ფიქრობენ. „ჩემს შვილს არ დაემართება“ , „სხვანაირია,“ „სხვებს არ
გავს“, ასე ფიქრობენ. ეხამუშებათ ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ
ნორმალური ფორმის მოძებნის შემტხვევაში, ლამაზად და კორექტულად
ნამდვილად არის შესაძლებელი მიაწოდო ინფორმაცია ბავშვებს", - ამბობს
დავით ფორჩხიძე.
მთელ მსოფლიოში აივ/შიდსის შემთხვევების კლებისკენ არის ტენდენცია.
თუმცა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის, ყოფილ საბჭოთა
ქვეყნებში მატების ტენდენცია ფიქსირდება. ყოველწლიურად ახალი
შემთხვევბის გამოვლენა ხდება.
ევროპის ქვეყნებში ახალი შემთხვევების გამოვლენის კუთხით, საქართველო
მერვე ადგილზეა.
შიდსის ცენტრის ინფორმაციით 2018 წლის 27 ნოემბრის მონაცემებით აივით
ინფიცირების 7360 შემთხევვაა, 5517 - მამაკაცი და 1851 - ქალია.
2018 წელს გამოვლინდა 606 ახალი შემთხვევა.
ინფიცირებულების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში, აჭარასა და
სამეგრელოშია. იმერეთი- მეოთხე ადგილზეა.
მასალის გამოყენების პირობები