შინაგან საქმეთა სამინისტროში უარყოფენ ინფორმაციას მარიხუანის
ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბაღდათის პოლიციის თანამშრომლის
სამსახურებრივი ავტომობილით სანიაღვრე არხში ჩავარდნის თაობაზე.
შსს-ში აცხადებენ, რომ ინფორმაცია სიცრუეა.
"არც პოლიციელი ყოფილა მარუხუანას ზემოქმედების ქვეშ და არც სანიაღვრე
არხში ჩავარდნის ფაქტი დაფიქსირებულა" - აცხადებენ შინაგან საქმეთა
სამნისტროში.
მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბაღდათის პოლიციის თანამშრომელის
სამსახურებრივი ავტომობილით სანიაღვრე არხში გადავარდნის შესახებ
ინფორმაცია "ტოპნიუსმა", ერთ წყაროზე დაყრდნობით გაარცელა.
სააგენტო წერს, რომ შემთხვევა ბაღდათში, 3 აგვისტოს დაახლოებით 01.35
სთ-ზე საირმის გზაზე მოხდა.
"ბაღდათის პოლიციის თანამშრომელმა, რომელიც იმყოფებოდა მარიხუანის
ზემოქმედების ქვეშ და მართავდაა სამსახურეობრივ მანქანას, ე.წ
პოლიციის პიკაპს, ქუჩაში მოძრაობის დროს ვერ უზრუნველყო უსაფრთხო
გადაადგილება, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და გადავარდა სანიაღვრე
არხში. რა თქმა უნდა, შემთხვევის ფაქტი არ შეუტყობინებიათ შსს-ს
შესაბამის სამსახურებისათვის და აღნიშნული ფაქტის დამალვის მიზნით,
დროულად ამოიყვანეს სანიაღვრე არხიდან გამვლელი მოქალაქეების
საშუალებით,"- განუცხადეს "ტოპნიუსს".
მასალის გამოყენების პირობები